შესთავაზეთ მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები
მიიღეთ გადახდები ონლაინ
შესთავაზეთ მომხმარებელს ეტაპობრივად გადახდა
ტერმინალის შეკვეთა
შესთავაზეთ მომხმარებლებს ნებისმიერი ტიპის ბარათით გადახდა და გაზარდეთ გაყიდვები. ტერმინალით გადახდილი თანხა კი თქვენი ბიზნესის ანგარიშზე მომენტალურად ჩაირიცხება.
გადახდების მენეჯერი
თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი მომხმარებელი
გადახდებთან დაკავშირებული რეკომენდაციები
ტერმინალის რეკომენდაციები
ელ-კომერციის რეკომენდაციები
გადახდების მენეჯერი
მოითხოვეთ პოსტერმინალი და დაიწყეთ გადახდების მიღება ნებისმიერი ტიპის ბარათით და მობილური აპლიკაციით
საქართველოს ბანკში შეგიძლიათ მოითხოვოთ პოსტერმინალი და დაიწყოთ გადახდების მიღება ნებისმიერი ტიპის ბარათითა და მობილური აპლიკაციით
თუ ჯერ არ იცით, რა არის პოსტერმინალი და გაინტერესებთ მისი, ანუ პოსტერმინალის, უპირატესობები, აქვე მოკლედ მოგიყვებით – POSტერმინალი გადახდის ერთ-ერთი მეთოდია. ტერმინალის დადგმა ხდება ფიზიკურ მაღაზიაში, დახლთან ან სხვა ტიპის სავაჭრო სივრცეში, ტერმინალის გამოყენება კი შესაძლებელია იმ დროს, როდესაც გადახდა სრულდება ბანკის ბარათით
- რომელი ბარათებით ხდება გადახდა პოსტერმინალზე?
ჩვენს ტერმინალს ნებისმიერი ტიპის VISA, Mastercard, American Express, Diners Club / Discovery, UnionPay, JCB ბარათებით შეუძლია გადახდების მიღება
- როდის აისახება პოსტერმინალზე გადახდილი თანხა?
თანხა უქმე დღეებშიც კი მომენტალურად ჩაირიცხება თქვენს ანგარიშზე და მის გამოყენებას ეგრევე შეძლებთ
- რა ტიპის ტერმინალები არსებობს?
ჩვენ გთავაზობთ 5 ტიპის ტერმინალს, ესენია: ანდროიდი, სტანდარტული, ინტეგრირებული, მობილური და ბოლოს, ჭკვიანი, რომელიც აერთიანებს ტერმინალისა და სალარო აპარატის ფუნქციებს, ეს კი იგივეა, რაც ტერმინალის ინტეგრაცია სალაროსთან
თუ გიფიქრიათ, როგორ მოვითხოვო ტერმინალი, ტერმინალის შეკვეთა იმდენად მარტივია, რომ ყველაფერს იზამთ 5 წუთში, თანაც, ონლაინ, ანუ სახლიდან გაუსვლელად
POS ტერმინალის ინსტრუქცია დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ