მისამართები
ვალუტის კურსი

გადახდის არხები

რატომ ჩვენი გადახდის არხები?

ჩვენი გადახდის არხებით ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს

გადახდის არხები

მოითხოვეთ ინოვაციური გადახდის მეთოდები და იზრუნეთ თქვენი ბიზნესის შემოსავლების ზრდაზე

საქართველოს ბანკში შეგიძლიათ მოითხოვოთ ინოვაციური გადახდის მეთოდები და ასე იზრუნოთ თქვენი ბიზნესის შემოსავლების ზრდაზე

თან, არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით გსურთ გადახდის მიღება, იქნება ეს – ტერმინალი, ონლაინ გადახდები, ონლაინ განვადება ან, თუნდაც, განვადება მაღაზიაში, ყველაფერს შეძლებთ მარტივად, რაშიც ბიზნეს მენეჯერი დაგეხმარებათ

ბიზნეს მენეჯერი ჩვენი პლატფორმაა, სადაც 1 სივრცეში დაგხვდებათ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი და ედს მენეჯერი. თითოეული მათგანი შექმნილია იმისათვის, რომ შესთავაზოთ თქვენს მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვანი არჩევანი და უფრო კომფორტული მომსახურება

მაგალითად, გადახდების მენეჯერი აერთიანებს ონლაინ გადახდებსა და ონლაინ განვადებას. აქვეა ტერმინალის შეკვეთა და ნაწილ-ნაწილ გადახდა ბიზნესისთვის, რა დროსაც თქვენი მომხმარებელი ნივთის ან მომსახურების ღირებულებას 4 ნაწილად გადაიხდის და საკომისიოში არაფერი დაეხარჯება

ტერმინალის შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება Apple Pay-ით გადახდა ან დაგროვილი PLUS და MR ქულებით გადახდა. ეს ისეთივე მარტივი პროცესია, როგორც თქვენ მიერ ყოველდღიურად ბიზნეს ბარათით გადახდა ან ბიზნეს ინტერნეტბანკით გადახდა კომუნალურების თუ სხვა ხარჯების დასაფარად

თუ დაინტერესდით და გსურთ ონლაინ გადახდის ინტეგრაცია თქვენს ვებგვერდზე ან სხვა ტიპის გადახდებით სარგებლობა, იხილეთ პირობები ბმულზე

სრულად მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში