რა არის PLUS-ი?
PLUS-ი ლოიალურობის პროგრამაა, რომელიც საქართველოს ბანკმა სპეციალურად ერთგული მომხმარებლებისთვის შექმნა და მათ 200-მდე პარტნიორ კომპანიასთან ერთად სხვადასხვა უპირატესობას სთავაზობს.
რატომ უნდა გახდეთ PLUS-ის პარტნიორი?
- საქართველოს ბანკის სახით გაიჩენთ ახალ აქტიურ მხარდამჭერს როგორც საბანკო, ასევე მარკეტინგულ ჭრილში
- 1 400 000 PLUS-ელი თქვენი მომხმარებელი გახდება
- ამ მომხმარებლებს მისცემთ არჩევანს − თქვენს ობიექტში ნაღდი ფულით, ბარათით თუ ქულებით გადაიხადონ
- თქვენთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სეგმენტისთვის შეძლებთ დაგეგმოთ განსხვავებული შეთავაზებები
- PLUS-ის დაბადების დღეს თუ სხვადასხვა აქციის დროს თქვენს ობიექტში მომხმარებლებს საკმაოდ ბევრი PLUS-ის დახარჯვის შესაძლებლობა ექნებათ
რა უპირატესობებს იღებს მომხმარებელი PLUS-ისგან?
თითოეულ PLUS-ელს აქვს შესაძლებლობა:
- დააგროვოს PLUS ქულები საქართველოს ბანკის ბარათითა და პოსტერმინალით ყოველი გადახდისას
- ქულებით იყიდოს ნებისმიერი რამ, რაც უნდა − ტექნიკა, ტანსაცმელი, ბილეთი და სხვ.
- სურვილის შემთხვევაში ნივთის ღირებულების ნაწილი თანხით, ნაწილი კი − PLUS-ებით გადაიხადოს
- ისარგებლოს ფასდაკლებებით PLUS ქულებით გადახდისას
შემოგვიერთდით დღესვე და მიიღეთ გაცილებით მეტი საქართველოს ბანკთან ერთად!