QuickShipper-ი ციფრული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს გეხმარებათ ნებისმიერი არხით გაყიდული პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანასა და შეკვეთების ეფექტურად მართვაში
ძირითადად, QuickShipper-ი 2 სახის მომსახურებას ითვალისწინებს:
1. თუ გყავთ საკუთარი კურიერები ან სარგებლობთ სხვადასხვა საკურიერო კომპანიის სერვისებით, QuickShipper-ის აპლიკაციით შეძლებთ
- ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვას
- შეკვეთების ავტომატურ გადანაწილებას კურიერებზე
- თითოეული შეკვეთის tracking-ს
- მომხმარებლებთან გამჭვირვალე, ბრენდირებულ კომუნიკაციას
- მომხმარებლის მხრიდან კურიერის შეფასების შესაძლებლობას
- კურიერების ხელფასების მოდულების შექმნასა და კალკულაციას
- დეტალურ ანალიტიკას
2. თუ საკუთარი კურიერები ჯერ არ გყავთ, QuickShipper-ის საშუალებით თქვენი კომპანიისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ტიპის მიწოდების სერვისი:
- ექსპრესმიწოდება
- იმავე ან მეორე დღეს მიწოდება
- საქალაქთაშორისო მიწოდება
შესაბამისად, თუ თქვენს კომპანიას დასჭირდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა, QuickShipper-ს საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს:
- 2 თვე უფასოდ გამოიყენებთ QuickShipper-ის ციფრულ პლატფორმას საკუთარი კურიერების სამართავად
- 3-ჯერ უფასოდ მოგემსახურებათ QuickShipper-ის ნებისმიერი პარტნიორი კომპანიის კურიერი
გარდა ამისა, ერთი ანგარიშიდან გექნებათ წვდომა QuickShipper-ის პარტნიორი საკურიერო კომპანიების სერვისებზე, მათ შორის, როგორც იურიდიულ, ასევე საბუღალტრო მომსახურებაზე − რომელი კომპანიის კურიერიც არ უნდა გამოიძახოთ, ანგარიშსწორება მხოლოდ QuickShipper-თან მოხდება