მისამართები
ვალუტის კურსი

არაუზრუნველყოფილი ბიზნეს სესხი

თუ გაქვთ სავაჭრო ადგილი ბაზრობაზე, ხართ სილამაზის სალონის, საკონდიტროს მფლობელი ან სხვა მცირე მეწარმეობას ეწევით, ჩვენ სწრაფ ბიზნესსესხს გთავაზობთ.
გამოთვალეთ კალკულატორით
ბიზნეს სესხის კალკულატორი გამოთვალეთ, რა თანხას გადაიხდით ბიზნეს სესხის მოთხოვნის შემთხვევაში სესხის ტიპი
სესხის ტიპი
ექსპრეს ბიზნეს სესხი
ბიზნეს სესხი
აგრო სესხი
აწარმოე საქართველოში
EIB დაფინანსება
სესხის პირობები
სესხის თანხა
სესხის ვადა
ყოველთვიური შენატანი 0.00 ₾
წლიური პროცენტი 0.00%
ეფექტური პროცენტი 0.00%
სესხის ვადა -
სესხის ტიპი -
ნაჩვენებია დაახლოებითი მონაცემები. ზუსტი პირობების სანახავად, დაიწყეთ სესხის მოთხოვნა

უპირატესობები

მიიღეთ 80, 000 ლარამდე თანხა ყველაზე მარტივად, ზედმეტი პროცედურებისა და უზრუნველყოფის გარეშე

სესხის მოთხოვნა

სესხი შეგიძლიათ მოითხოვოთ როგორც ონლაინ, ასევე ჩვენი წარმომადგენლის დახმარებით. ჩვენ განვიხილავთ განაცხადს და შემოგთავაზებთ თქვენს შესაძლებლობებზე მაქსიმალურად მორგებულ საუკეთესო პირობას
მოითხოვეთ
შეიძლება დაგაინტერესოთ გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ მოითხოვოთ სწრაფი ექსპრეს ბიზნეს სესხი, ასევე გთავაზობთ შემდეგ პროდუქტებსაც

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ექსპრეს ბიზნეს სესხი?

ექსპრეს ბიზნეს სესხები დაფინანსების ერთ-ერთი შესაძლებლობაა თქვენთვის, თუ გაქვთ სავაჭრო ადგილი ბაზრობაზე, ხართ სილამაზის სალონის, საკონდიტროს მფლობელი ან ეწევით სხვა მცირე მეწარმეობას თან, ექსპრეს ბიზნეს სესხის პირობები თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული

სად შემიძლია სესხის პირობების ნახვა?

იმის გაგება, თუ რამდენია ექსპრეს ბიზნეს სესხის ლიმიტი ან ექსპრეს ბიზნეს სესხის პროცენტი, პირობებიმარტივად შეგიძლიათ ს ნახვა შეგიძლიათ მობილბანკსაში და, ინტერნეტბანკში ან ამისთვის გვეწვიეთ ფილიალებში და სერვისცენტრშიადგილზე დააფიქსირეთ, რომ გსურთ ექსპრეს ბიზნეს სესხის აღება და ყველაფერში გაგარკვევთ

რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით

შემიძლია ავიღო ექსპრეს ბიზნეს სესხი ონლაინ?

დიახ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ონლაინ ექსპრეს ბიზნეს სესხი ან ჩვენი წარმომადგენლის დახმარებით გაიაქტიუროთ სესხის თანხა

რომელი ბიზნესსფეროს დაფინანსებაა შესაძლებელი?

დაფინანსების მისაღებად კონკრეტული სფერო არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, ექსპრეს ბიზნეს სესხის აღება მარტივად შეგიძლიათ, თუ დაკავებული ხართ ვაჭრობით, ტექნიკური სფეროთი, წარმოებით და ა.შ. თან, ექსპრეს ბიზნეს სესხი დაბალ პროცენტში შეგიძლიათ მოითხოვოთ და ისარგებლოთ თქვენზე მორგებული პირობებით – იქნება ეს გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი ბიზნეს სესხი, გადახდის მოქნილი გრაფიკი, სიმარტივე, კომფორტი თუ სხვ.

რა უპირატესობა აქვს ბიზნეს ბარათს, რომელსაც საჩუქრად ვიღებ?

ბარათი საჩუქრად გაძლევთ საშუალებას, გამიჯნოთ პირადი და ბიზნეს ხარჯები, მარტივად განახორციელოთ გადარიცხვები, გადაიხადოთ მომწოდებლებთან და აკონტროლოთ კომპანიის ფინანსები

როგორია გამარტივებული ბიზნეს სესხის პირობები?

ბიზნეს სესხის პირობები ინდივიდუალურია. ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე გაგაცნობთ თქვენი ბიზნესის ბრუნვაზე მორგებულ საპროცენტო განაკვეთს, ვადასა და ყოველთვიურ შენატანს

რა დროში მტკიცდება ექსპრეს ბიზნეს სესხი?

განაცხადის შევსებიდან 10 წუთის განმავლობაში მოგივათ SMS დეტალების შესახებ

როგორ ავიღო ექსპრეს ბიზნეს სესხი?

სესხის აღებაში ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ, რომელიც მოგაკითხავთ ადგილზე და თქვენთან ერთად შეავსებს განაცხადს. 10 წუთის განმავლობაში კი უკვე მოგივათ SMS სესხის დეტალების შესახებ

საკრედიტო ხელშეკრულებები

არაუზრუნველყოფილი ბიზნეს სესხი

ეს არის გამარტივებული ბიზნეს სესხი, რომელიც განკუთვნილია მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, რომელთაც დაუყოვნებლივ სჭირდებათ ფინანსები საბრუნავი საშუალებების შესავსებად, მცირე ინვენტარის შესაძენად თუ მოულოდნელი ხარჯების დასაფარად. ჩვენი მიზანია, შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტი და დაგეხმაროთ, არ შეაფერხოთ თქვენი საქმიანობა.

ექსპრეს ბიზნეს სესხი მცირე მეწარმეებისთვის

მცირე ბიზნესის მართვა მუდმივ მობილიზებასა და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. თუ თქვენ ხართ სილამაზის სალონის, საკონდიტროს მფლობელი, გაქვთ სავაჭრო ადგილი ბაზრობაზე ან ეწევით სხვა ტიპის მცირე მეწარმეობას, ალბათ კარგად იცით, რაოდენ მნიშვნელოვანია, გქონდეთ წვდომა სწრაფ ფინანსურ რესურსზე. ჩვენ გთავაზობთ პროდუქტს, რომელიც სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა – ექსპრეს სესხს, რომელიც სასწრაფო ბიზნეს დაფინანსების ყველაზე მარტივი გზაა.

 

თქვენს კომფორტზე მორგებული უპირატესობები:

სიმარტივე და სისწრაფე – სესხი 24 საათში

ჩვენთან შესაძლებელია, მიიღოთ ბიზნეს სესხი 24 საათში. განაცხადის შევსებიდან დამტკიცებამდე პროცესი მაქსიმალურად სწრაფი და მარტივია.


კომფორტი – მომსახურება თქვენს სამუშაო ადგილზე

თქვენ არ გჭირდებათ თქვენი ბიზნესის მიტოვება და ბანკში მოსვლა. ჩვენი წარმომადგენელი თავად მოგაკითხავთ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას, გაგაცნობთ პირობებს და დაგეხმარებათ განაცხადის შევსებაში. ეს არის ნამდვილი კომფორტი დაკავებული ადამიანებისთვის.


ბიზნეს ბარათი საჩუქრად

ექსპრეს სესხის დამტკიცების შემთხვევაში, თქვენ საჩუქრად მიიღებთ ბიზნეს ბარათს. მისი საშუალებით მარტივად შეძლებთ კომპანიის ხარჯების კონტროლს, განახორციელებთ გადახდებს და ისარგებლებთ სხვადასხვა საბანკო სერვისით. დეტალებისთვის იხილეთ ბიზნეს ბარათების გვერდი.

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში