მხოლოდ SOLO Business მომხმარებლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება სრულ პროფესიონალურ საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო მომსახურებაზე.
კომპანიას 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და ასეულობით მომხმარებელს ეხმარება ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის პრობლემების გადაწყვეტაში. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომპანია უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს, ხელს უწყობს კლიენტების ეკონომიკურ ზრდას და მომგებიანობის ამაღლებას.
კომპანიასთან თანამშრომლობით ბიზნესს აღარ უწევს იფიქროს საბუღალტრო პრობლემებზე და საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობებზე.
სერვისები:
- სრული საბუღალტრო მომსახურება: კლიენტს ემსახურება არამხოლოდ ერთი ბუღალტერი, არამედ პროფესიონალებისგან შემდგარი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი.
- ფინანსური ანგარიშგება: კომპანიის მენეჯერებისთვის მორგებული რეპორტინგი.
- საგადასახადო დავებში სრული მხარდაჭერა: კლიენტებისთვის დამატებითი საფასურის გარეშე.
- ინტერესების დაცვა: საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობაში (კლიენტებისთვის დამატებითი საფასურის გარეშე).
- ანგარიშგება ბანკებისთვის: საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი ფორმატით და პერიოდულობით ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.
- ხელშეკრულებების ექსპერტიზა: გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი და რეკომენდაციები.
- ოპტიმიზაცია: ბიზნესისთვის ოპტიმალური საგადასახადო რეჟიმის შერჩევა.
- საგადასახადო აუდიტი: წარსული პერიოდების შეცდომების გასწორება.
- თემატური აუდიტი და სრული მხარდაჭერა წინასწარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
- გამარტივებული აღრიცხვა: „მცირე ბიზნესის“ სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის.
- SARAS-ის ანგარიშგებები: მომზადება მოთხოვნათა შესაბამისად (სერვისის მომხმარებელი SOLO Business მომხმარებლებისთვის დამატებითი საფასურის გარეშე).