კომპანია „სენსორები და ჭკვიანი ტექნოლოგიები“ (SST) ფერმერებს სთავაზობს შეღავათიან წვდომას აგროტექნოლოგიებზე, მათ შორის, მეტეოსადგურებზე, ნიადაგის სენსორებსა და კლიმატური რისკებისგან (ყინვა, სეტყვა) დაცვის სისტემებზე. ეს ტექნოლოგიები რეალურ დროში მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს მოსავლის ზრდას, დანაკარგების შემცირებას და ინვესტიციების დაცვას.
SST წარმოადგენს სოფლის მეურნეობის, ურბანული და ბუნებრივი კატასტროფების მართვის ტექნოლოგიების მომწოდებელ და საკონსულტაციო კომპანიას. მისი მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის მართვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. SST არის მსოფლიოს წამყვანი აგროტექნოლოგიური კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.