საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს, კომპანია „ასტრუმ რისკ მენეჯმენტი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ შესაძლებლობას, ისარგებლოთ სერვისით „დაზღვევის კონსიერჟი“ ყოველთვიური საფასურის გარეშე. „ასტრუმ რისკ მენეჯმენტი“ 8 წელზე მეტი გამოცდილების მქონე რისკების მართვის კომპანიაა, რომელიც ბიზნესს დაზღვევის პროცესის ეფექტურად მართვაში ეხმარება და თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებთან.
სერვისი „დაზღვევის კონსიერჟი“ უზრუნველყოფს თქვენს რისკებსა და საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შერჩევასა და პროცესის სრულ მართვას, საუკეთესო პირობების მოძიებიდან პოლისების ადმინისტრირებამდე. აქციის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები სრულად თავისუფლდებიან Basic (149₾), Premium (249₾) და Professional (399₾) პაკეტების სტანდარტული ყოველთვიური გადასახადისგან, მინიმუმ 12-თვიანი კონტრაქტის გაფორმებისას.