საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს, კომპანია „ფინანსური ლაბორატორია“ გთავაზობთ უფასო პირველად კონსულტაციას და 25%-იან ექსკლუზიურ ფასდაკლებას ფულადი ნაკადების ოპტიმიზაციის სერვისზე.
„ფინანსური ლაბორატორია“ 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ფინანსური პარტნიორია, რომელიც ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ოპერირებს. კომპანია ბიზნესებს ეხმარება, აღმოაჩინონ, სად „იკარგება“ ფული, არაეფექტურ პროცესებში, ჭარბ მარაგებსა თუ პრობლემურ დებიტორებში და უზრუნველყოფს ოპტიმიზაციის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რაც ბიზნესს მეტი ფულადი ნაკადის გენერირებასა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაში ეხმარება.