მხოლოდ SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის, 15 ნოემბრიდან 15 თებერვლამდე, Rezto გთავაზობთ უპრეცედენტო შეთავაზებას.
Rezto არის ციფრული გაყიდვების პლატფორმა რესტორნებისთვის, რომელიც საქართველოში 15,000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ის საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ციფრული რეზერვაციები და შეკვეთები ერთ სივრცეში.
პლატფორმის ძირითადი სერვისები:
- ონლაინ ჯავშნის ბრენდირებული გვერდი: თქვენი რესტორნისთვის შექმნილი უნიკალური ვებგვერდი, რომელიც ამარტივებს მაგიდის ონლაინ დაჯავშნას და ჯავშნების მართვას.
- სოც. ქსელების ინტეგრაცია: ჯავშნის ბმულის განთავსება თქვენს Facebook, Instagram, Google და სხვა არხებზე.
- ციფრული და QR მენიუ: ამცირებს ბეჭდური მენიუს საჭიროებას, მომხმარებელს კი გამჭვირვალე ფასებსა და დეტალურ აღწერებს სთავაზობს.
- მზადდაგხვდება სერვისი: მომხმარებელს შეუძლია წინასწარ შეუკვეთოს კერძები, რათა ადგილზე ლოდინი არ მოუწიოს.
- დაზღვეული ჯავშნები: წინასწარი შეკვეთები და გადახდები იცავს თქვენს რესტორანს გაუქმებული ჯავშნებისგან და გარანტირებულად ამცირებს დანაკარგების რისკს.
- მრავალენოვანი სერვისი: სტუმრებს შეუძლიათ შეკვეთა განახორციელონ მათთვის სასურველ ენაზე, რესტორანი კი მას ავტომატურად თარგმნილს (ქართულად) მიიღებს.
- ბიზნეს და მარკეტინგული მხარდაჭერა: პერსონალური კონსულტაცია, ტექნიკური დახმარება და თქვენი ბრენდის ხილვადობის გაზრდა Rezto-ს ციფრულ არხებსა და კამპანიებში.
ექსკლუზიური შეთავაზება SOLO Business-ისთვის:
მიიღეთ Rezto-ს 1 წლიანი ულიმიტო პაკეტი 99₾-ად 3600₾-ის ნაცვლად!
ასევე, ისარგებლეთ ექსკლუზიური ტარიფით Rezto-დან შემოსულ გაყიდვებზე — მხოლოდ 8% (საბანკო საკომისიოს ჩათვლით).
*საკომისიო დაიანგარიშება მხოლოდ წინასწარ შეკვეთილი მენიუდან. ადგილზე პროდუქტის დამატების შემთხვევაში დამატებითი საკომისიო არ მოქმედებს.