საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს, საინჟინრო-სამშენებლო პლატფორმა POMIDO გთავაზობთ ექსკლუზიურ შეთავაზებას სასათბურე მეურნეობის განვითარებისთვის. მიიღეთ საჩუქრად სრული საინჟინრო-საპროექტო და ფინანსური კონსულტაცია, ასევე ისარგებლეთ 5%-დან 15%-მდე ფასდაკლებით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე.
POMIDO არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს, სათბურის კონსტრუქციები და ტექნოლოგიები პირდაპირ საერთაშორისო მწარმოებლებისგან, შუამავლების გარეშე, ქარხნულ ფასად შეიძინოს. კომპანია უზრუნველყოფს პროექტის სრულ მართვას - იდეიდან რეალობამდე. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებით გათვალისწინებული უფასო სერვისები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ პროექტის სრულ მართვას, მასალების შესყიდვიდან მონტაჟამდე, POMIDO ახორციელებს.