საქართველოს ბანკის M ნაკრების მფლობელ ბიზნეს მომხმარებლებს, აგროს სექტორული შეთავაზებების ფარგლებში, საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Aramex გთავაზობთ ექსკლუზიურ პირობებს საექსპორტო გადაზიდვებზე. ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით ექსპრეს მიწოდების ტარიფებზე და, საჩუქრად მიიღეთ საექსპორტო დეკლარაციის მომზადება და ლოგისტიკური გეგმის შედგენის სერვისი.
Aramex 1982 წელს დაარსებული საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და ბიზნესს ეხმარება, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს სწრაფად და უსაფრთხოდ დაუკავშირდეს. კომპანია უზრუნველყოფს გადაზიდვის სრულ პროცესს, გზავნილის მიღებიდან და საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებიდან მის საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩაბარებამდე.
*შეთავაზებით სარგებლობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია და პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ.