მე-16 ნაკადზე რეგისტრაციას 2026 წლის 1 აპრილიდან შეძლებთ
ცოდნა
- გაივლით სპეციალურად ამ პროგრამისთვის შემუშავებულ 3 კურსს businesscourse.ge-ზე დამწყები მეწარმეებისთვის და მიიღებთ სერტიფიკატებს
- ჩაერთვებით პირისპირი სწავლების პროცესში და ბიზნესის მართვასთან დაკავშირებით მიიღებთ ცოდნას წამყვანი ექსპერტებისგან
- გექნებათ მუდმივი წვდომა დამატებით რესურსებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საინფორმაციო შეხვედრაზე
მხარდაჭერა
- მიიღებთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ მხარდაჭერას პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის
- გაიზიარებთ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ ბიზნესგანცხადების დაწერასა და პიროვნული უნარების გაძლიერებაში
- ისარგებლებთ პრაქტიკული მხარდაჭერით (ქოუჩინგით) მიღებული გრანტების აღსრულების ეტაპზეც
გამოცდილება
- გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში
- ისარგებლებთ გრანტის მიღების შესაძლებლობით − საგრანტო კონკურსში მონაწილეობას შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუ გავლილი გექნებათ ინტენსიური პირისპირ სწავლების ეტაპი
- თუ გაიმარჯვებთ და გრანტს მოიპოვებთ, პროგრამა მხარს დაგიჭერთ თქვენი პროექტის განხორციელების პროცესში
თანამშრომლობა
- შეიძენთ ახალ პროფესიულ კონტაქტებს და მიიღებთ გამოცდილებას სხვა მეწარმეებისგან
- შემოუერთდებით შეხვედრებს, სადაც მონაწილეობენ წარმატებული ბიზნესის ლიდერები
ხშირად დასმული კითხვები
როდის იწყება მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე მიღება?
რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე პროგრამაში მონაწილეობისთვის
ხართ დამწყები ან გამოცდილი მეწარმე ქალი საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან და ნებისმიერი საქმიანობის სფეროდან, გაქვთ მზაობა და სურვილი, პროგრამას დაუთმოთ დრო − დაგჭირდებათ ინტენსიური მომზადება, დაახლოებით 3 დღე და პერიოდული ჩართულობა მთელი წლის განმავლობაში.
რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდება განცხადებების შერჩევა?
- ბიზნესის / ბიზნესიდეის ინოვაციურობა ან საინტერესო კუთხით წარმოჩენა
- ბიზნესის / ბიზნესიდეის ხედვის კონკრეტული აღწერილობა
- არსებული პროფესიული / სამეწარმეო გამოცდილება
- ბიზნესის / ბიზნესიდეის განხორციელების შესაძლებლობა
- საჭიროების განსაზღვრა − რამდენად და რა მხრივ შეიძლება დაეხმაროს ბიზნესს განვითარებაში აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა
- საწარმოს ადგილმდებარეობა / რეგიონი (თანაბარ პირობებში პრიორიტეტი მიენიჭება პროგრამაში ნაკლებად წარმოდგენილ რეგიონებს)
როდის გავიგებ, ამარჩიეს თუ არა პროგრამაში მონაწილეობისთვის?
მონაწილეობის დასადასტურებლად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ან საქართველოს ბანკის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან და მოგიწვევენ სამუშაო სემინარზე.
თუ არ ამირჩიეს, ამის შესახებ მაცნობებენ?
თუ განაცხადების მიღების დასრულებიდან 2 სამუშაო კვირის განმავლობაში არ მიიღეთ შეტყობინება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ პროგრამის მომდევნო ეტაპზე ვერ გადახვედით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ შეძლებთ.
პროგრამის მიმდინარე ნაკადში თუ ვერ მოვხვდი, შემიძლია კიდევ ვცადო მოგვიანებით?
თუ ვერ მოხვდით პირველ ნაკადში, აუცილებლად ადევნეთ თვალი UNDP Georgia-ს და საქართველოს ბანკი ბიზნესის სოციალური მედიის გვერდებს და მოგვიანებით ცადეთ განაცხადის გაკეთება პროგრამაში მონაწილეობისთვის.
რამდენი ეტაპებისგან შედგება პროგრამა?
პროგრამა 4 საფეხურისგან შედგება.
რას მოიცავს ცოდნის ეტაპი?
რას მოიცავს მხარდაჭერის ეტაპი?
ცოდნის კვალდაკვალ პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ მხარდაჭერას პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის
პროფესიული განვითარების მხარდაჭერა რას გულისხმობს?
ამ ეტაპზე მონაწილეები მიიღებენ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს („ქოუჩინგი”) ექსპერტებისგან, ბიზნეს იდეების ჩამოყალიბების ეტაპებთან, ბიზნესის მთელი ციკლის განვითარებასთან დაკავშირებით.
რას მოიცავს გამოცდილების მიღების ეტაპი?
პროგრამა ბიზნეს უნარებთან ერთად მონაწილეებს პიროვნული უნარების გაძლიერებაში შეუწყობს ხელს.
Როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა საგრანტო კონკურსში?
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მეწარმე ქალს, ვინც სრულად გაიარა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის პირველი ორი ეტაპი (ცოდნა, მხარდაჭერა).
Როდის გამოცხადდება საგრანტო განაცხადების მიღება?
საგრანტო განაცხადების მიღება დაიწყება პროგრამის პირველი ორი ეტაპის (ცოდნა, მხარდაჭერა) დასრულების შემდგომ. ამის შესახებ პროგრამის ორგანიზატორები შეგატყობინებენ და დაგეხმარებიან საგრანტო განაცხადის მომზადებაშიც.
მექნება თუ არა გრანტის აღსრულების ეტაპზე მხარდაჭერა?
დიახ, პრაქტიკული მხარდაჭერის („ქოუჩინგის”) კომპონენტი მიღებული გრანტების აღსრულების ეტაპზეც გაგრძელდება.
რას მოიცავს თანამშრომლობის ეტაპი?
ბიზნესის მდგრადი შედეგებისთვის თანამშრომლობა და კონტაქტების მრავალფეროვნება უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ პროგრამა „ნეთვორქინგის” კომპონენტსაც ითვალისწინებს. მონაწილეებიისთვის მოეწყობა შეხვედრები წარმატებულ ბიზნეს მფლობელებთან, კომპანიების წარმომადგენლებსა და როლურ მოდელებთან სხვადასხვა სექტორიდან.
ოთხივე ეტაპის გავლის შემდგომ რა ხდება?
პროგრამა ოთხივე ეტაპის გავლის შემდგომაც არ სრულდება. კურსდამთავრებულთა ქსელის საშუალებით თქვენ შეძლებთ მუდმივად ხაზზე იყოთ ორგანიზატორებთან და იღებდეთ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში, რომლებსაც UNDP და საქართველოს ბანკი მთელი წლის განმავლობაში შემოგთავაზებენ.
პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს თუ მივიღებ?
დიახ, სერტიფიკატს მიიღებთ როგორც ონლაინ კურსების გავლის, ასევე, ფიზიკურ სამუშაო შეხვედრებზე დასწრებისას.