მისამართები
ვალუტის კურსი
ყველა პროექტი

TUMO ქუთაისი

განათლება, განათლება
გაზიარება
პროექტის შესახებ

TUMO ქუთაისი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით გახსნილი საგანმანათლებლო სივრცეა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას

სწორედ ამ სივრცეში 12-18 წლის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ იწავლონ პროგრამირება, რობოტიკა, თამაშების შექმნა, ანიმაცია, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, ფოტოგრაფია, კინოგადაღება, მუსიკა, ხატვა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Generative AI) საფუძვლები

პროგრამაზე განაცხადების მიღება შემოდგომის სემესტრისთვის დაიწყება

კიდევ რა უნდა იცოდე TUMO ქუთაისის შესახებ?
  • TUMO საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს
  • TUMO-ს პირველი ცენტრი საქართველოში GITA-ს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა
  • ცენტრი ერთდროულად 1 200-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოზარდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას ისახავს მიზნად
  • TUMO ქუთაისში სწავლა სრულად დაფინანსებულია, რაც პროგრამას ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომს ხდის
  •  TUMO თვითმართვადი სწავლების პრინციპს ეფუძნება და აერთიანებს ინტერაქციულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობით იძენენ

Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე

სიახლეების გამოწერა მოგვაწოდე შენი საკონტაქტო მონაცემები და მიიღე სიახლეები პროექტზე
შემატყობინე სიახლეები

მსგავსი პროექტები

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში