Code IT
მომავლის პროფესიების განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი Code IT
რეგისტრაცია ცხადდება წელიწადში ორჯერ გზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 22 თებერვლამდე და შესაძლებელია ბმულზე
პროექტის ფარგლებში, პროგრამირებით დაინტერესებულ ნებისმიერ 14 – 18 წლის ასაკის მოსწავლეს, ქვეყნის მასშტაბით, 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და 6 დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) საშუალება აქვს, შეისწავლოს კოდირების საფუძვლები.
პროგრამის შერჩევის ეტაპებია:
- რეგისტრაცია პორტალზე
- დავალების შესრულება, რომელიც სარეგისტრაციო პერიოდის დასრულების შემდეგ გაეგზავნება ყველა აპლიკანტს ელ. ფოსტაზე
- გასაუბრება ტექნოპარკის მენეჯერთან/პროგრამის კოორდინატორთან
სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:
- HTML & Css
- JavaScript & Responsive Page
- React
თითოეული მოდული 2 თვე გრძელდება და 16 შეხვედრას აერთიანებს. მონაწილეები ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამის სერთიფიკატს მიიღებენ. გაზაფხულის სემესტრში სწავლა 10 მარტს იწყება, პროგრამა სრულად დაფინანსებულია.
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე