სწავლა ესპანეთში
Miami Ad School Europe-ი მადრიდში ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში
საქართველოს ბანკმა Miami Ad School Europe-თან ერთად 2019 წელს ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია დააწესა და ყოველ წელს 1 ქართველ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, Miami Ad School-ში 1-წლიან კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს
სტიპენდია მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებას და ადგილის ჯავშნის საფასურს (Reservation fee).
კიდევ რა უნდა იცოდე Miami Ad School Europe-ის შესახებ?
- Miami Ad School Europe-ს შემოქმედებითი ინოვაციების საერთაშორისო ინსტიტუტსაც უწოდებენ და ის ამ მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო და წარმატებულ სკოლათა შორისაა
- Miami Ad School-ი დაარსდა მაიამიში 1993 წელს
- Art Direction-ის, Copywriting-ისა და Creativity & AI-ს 1-წლიანი პროგრამების გარდა, Miami Ad School Europe-ი სხვადასხვა სკოლას აერთიანებს, მათ შორის, სამხატვრო, შემოქმედებით, ინოვაციის, დიზაინის, ფოტოგრაფიის, კინოს, სოციალური მედიის, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სხვა სკოლებს
- პროგრამის ფარგლებში 1-წლიანი სწავლება მიმდინარეობს ადგილზე, მადრიდში
პროგრამაზე განაცხადების მიღება წელიწადში ერთხელ ცხადდება
სტიპენდიის ფარგლებში, Copywriting-ისა და Art Direction-ის პროგრამების გარდა, სტიპენდიატებს უკვე შეუძლიათ, შეისწავლონ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება Creativity & Artificial Intelligence (შემოქმედება და ხელოვნური ინტელექტი).
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე