მისამართები
ვალუტის კურსი
ყველა პროექტი

სწავლა დიდ ბრიტანეთში

განათლება, განათლება
გაზიარება
სტიპენდია
პროექტის შესახებ
ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა მაგისტრატურაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება უმაღლესი განათლების მისაღებად გაერთიანებული სამეფოს სასურველ უნივერსიტეტში
პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 6 ოქტომბრამდე
კიდევ რა უნდა იცოდე ჩივნინგის სტიპენდიების პროგრამაზე?
  • ჩივნინგი 1983 წელს დაარსებული დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ
  • პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს
  • ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან. დღესდღეობით ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია
  • საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა პარტნიორობა. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კი 2013 წლიდან დღემდე 30-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო განათლება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით
  • დაფინანსება მოიცავს სწავლის საფასურს, მგზავრობას, ვიზის გადასახადს, დისერტაციის თეზისსა თუ სხვა ხარჯებს, მათ შორის – ცხოვრების თანხასაც აუცილებელია, რომ სტუდენტი კურსების მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს და დარეგისტრირდეს ვადების შესაბამისად. კურსების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბმულზე
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე
*აღნიშნულ პროექტს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორებიცაა – განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა
 
სტიპენდია
შემატყობინე სიახლეები

მსგავსი პროექტები

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში