სწავლა აშშ-ში
ფულბრაიტის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად
პროგრამაზე აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის მოთხოვნებს და წესებს კი ამ ბმულზე შეგიძლია გაეცნო
კიდევ რა უნდა იცოდე ფულბრაიტის შესახებ?
- აშშ-ს გლობალური სტუდენტური პროგრამა 1946 წელს შეიქმნა, რომელსაც აშშ-ს მთავრობა უჭერს მხარს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ნიჭიერ სტუდენტებს აძლევს შანსს, ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო უნივერსიტეტებში
- საქართველოს ბანკმა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობა 2014 წელს დაიწყო
- პროექტი საქართველოში საქართველოს ბანკის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც აშშ-ში განათლება 16-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო
- დაფინანსება მოიცავს სწავლის საფასურს, მგზავრობას, ვიზის გადასახადს, დისერტაციის თეზისსა თუ სხვა ხარჯებს, მათ შორის – ცხოვრების თანხასაც
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე
*აღნიშნულ პროექტს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორებიცაა – განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა