კომაროვის STEM სკოლა
STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას
STEM სკოლაში VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა
რეგისტრაცია ცხადდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე stem.school.ge
კიდევ რა უნდა იცოდე STEM სკოლის შესახებ?
- პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იძენენ და იღრმავებენ ცოდნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა − ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, კომპიუტერული პროგრამირება, ელექტროინჟინერია, მიკროელექტრონიკა, ლოგიკური აზროვნება და ალგორითმების შექმნა
- სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურად მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომ დაეუფლონ მომავლის პროფესიებს
- საქართველოს ბანკი ყოველწლიურად დამატებით საუკეთესო შედეგების მქონე 90 მოსწავლიდან 60-ს სრულად, ხოლო 30-ს 50%-ით დაუფინანსებს სწავლას
- STEM სკოლაში რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცხადდება, თითო ნაკადზე კი 200-მდე მოსწავლე ირიცხება
- გაკვეთილები ტარდება კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას, მოსწავლეებს კი სასურველი დღის არჩევა თავად შეუძლიათ
- კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამა Tinkercad-ის გამოყენებას, მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებასა და მისი სენსორების მართვას
- მოსწავლეები სასწავლო კურსის ბოლოს ქმნიან STEM პროექტებს, რომლებსაც არჩევენ წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალიდან, საკუთარი ინტერესების მიხედვით
- STEM სკოლის კურიკულუმი ინდივიდუალური, დასავლური საგანმანათლებლო პრინციპებისა და გამოცდილების მიხედვითაა შემუშავებული. სასწავლო პროცესს კი უძღვებიან STEM სწავლების გამოცდილების მქონე კომაროვის პროფესიონალები
- ამ ეტაპზე, STEM სკოლა წარმატებით გაიარა 1000-მა მოსწავლემ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთაგანაც 200 საუკეთესო შედეგის მქონეს, სწავლა სრულად დაუფინანსდა საქართველოს ბანკის მიერ.
- დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: stem.school.ge
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე