მისამართები
ვალუტის კურსი
ყველა პროექტი

ლიდერატორი — სტუდენტების დასაქმების პროგრამა

დასაქმება, დასაქმება
გაზიარება
leaderator lideratori
პროექტის შესახებ

ლიდერატორი სტუდენტებისთვის შექმნილი დასაქმების პროგრამაა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პარალელურად მუშაობა საქართველოს ბანკში დაიწყონ, აირჩიონ 12 პროგრამიდან სასურველი და მიიღონ უნიკალური გამოცდილება

კიდევ რა უნდა იცოდე ლიდერატორის შესახებ?

  • ლიდერატორი ანაზღაურებადი სტუდენტური დასაქმების პროგრამაა, რომელიც 30-მდე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს
  • ეს მიმართულებებია – ბიზნესის განვითარება, ფინანსები და ბანკინგი, რეპორტინგი და ანალიტიკა, IT და სხვ.
  • მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ დარგის სპეციალისტებთან ერთად, გაიარონ პრაქტიკული ტრენინგები, მიიღონ უკუკავშირი პროფესიონალებისგან
  • პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია როტაციით სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარების შეძენა და კარიერული ინტერესების განსაზღვრა
  • სამუშაო გრაფიკი თითოეული ლიდერატორისთვის ინდივიდუალურად, მათი აკადემიური განრიგის გათვალისწინებით, იგეგმება
  • პროგრამა მონაწილეებს აძლევს დასაქმების შესაძლებლობასაც – ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ისინი საქართველოს ბანკში აგრძელებენ კარიერას
  • ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა უკვე 445-მა სტუდენტმა მიიღო და მათი 79% საქართველოს ბანკში დასაქმდა

Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე

leaderator lideratori
შემატყობინე სიახლეები

მსგავსი პროექტები

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი