მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესისა და შვედეთის ხელშეწყობით.
პროგრამის მიზანია ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა, გაზარდონ და გააძლიერონ თავიანთი წამოწყებები.
კიდევ რა უნდა იცოდე მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ?
- პროგრამაზე მიღება წელიწადში 4-ჯერ ცხადდება და თითოეულ ნაკადზე 25 მეწარმე ქალი იღებს მონაწილეობას
- პროგრამა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს — თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას
- ჯამში პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელს ითვალისწინებს. ამ დროისთვის კი უკვე 400-ზე მეტ მეწარმე ქალს აერთიანებს
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ ბიზნესის განვითარების გზაზე არ გაჩერდე