ეკონომიკის ოლიმპიადა
მოსწავლეებში ეკონომიკისადმი ინტერესის გაღრმავების, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკი ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია
საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის – „ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა“ – ფარგლებში იმართება, რომელსაც ლოკალურად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ახორციელებს
კიდევ რა უნდა იცოდე ეკონომიკის ოლიმპიადის შესახებ?
- ეკონომიკის ოლიმპიადა აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს ქვეყანაში
- ოლიმპიადა შიექმნა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში 2016 წელს, 2017 წლიდან კი გახდა საერთაშორისო პროექტი
- INEV უკვე ატარებს ოლიმპიადებს მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში, რომლებშიც ყოველწლიურად ჩართულია 100 000 მოსწავლე და 3 500-მდე მასწავლებელი, ეს მონაცემები კი წლიდან წლამდე იზრდება
- ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა და ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის მიღება შეუძლია ყველა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს სამომავლო პროფესიული ინტერესის მიუხედავად
- ეკონომიკის ოლიმპიადაში გარდა მოსწავლეებისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სკოლის მასწავლებლები / სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც არეგისტრირებენ სკოლას ოლიმპიადის მონაწილედ და ასრულებენ ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორის როლს
- საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადა შემდეგი სტრუქტურით ტარდება –სკოლის რაუნდი, ეროვნული რაუნდი და ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი, რასაც მოსდევს საერთაშორისო რაუნდი
- საერთაშორისო რაუნდი არის ოფიციალური ღონისძიება თითოეული ქვეყნის 5 საუკეთესო კონკურსანტისთვის, რომელიც, ჩვეულებრივ, 2-4 დღე გრძელდება სექტემბერში ან ოქტომბერში და ორგანიზებულია ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მიერ