მისამართები
ვალუტის კურსი
ყველა პროექტი

UWC საერთაშორისო სკოლა

განათლება
გაზიარება
პროექტის შესახებ

გაერთიანებული მსოფლიო სკოლები (UWC) წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოძრაობას ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანია, განათლება გამოიყენოს როგორც ძალა სხვადასხვა ერისა და კულტურის დასაახლოებლად და ამ გზით შეუწყოს ხელი მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შექმნას. საქართველოს ბანკმა UWC Georgia-სთან თანამშრომლობა 2025 წელს დაიწყო და უკვე 2 სტიპენდიატი გვყავს. ჩვენი მხარდაჭერით, ქართველ მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაეუფლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამას და იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში თანატოლებთან ერთად

პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება

სარეგისტრაციო ფორმის გაგზავნა შეგიძლია ამ ბმულზე

კითხვების შემთხვევაში გამოიყენე georgia@uwcnc.org

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს

კიდევ რა უნდა იცოდე UWC-ს შესახებ?

  • გაერთიანებული მსოფლიო სკოლები 1962 წელს დაარსდა  იმ ხედვით, რომ ერთმანეთთან დაეკავშირებინა ახალგაზრდები საერთო სწავლაზე, თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული გამოცდილებების გასაზიარებლად.
  • პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-17 წლის მოზარდებს.
  • UWC მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 18 საერთაშორისო სკოლასა და კოლეჯს აერთიანებს
  • პროგრამის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს 17 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის − კანადაში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, გერმანიასა და იტალიაში
  • სტიპენდიები გაიცემა კანდიდატების საჭიროებების მიხედვით და მოიცავს სწავლისა და ცხოვრებისთვის აუცილებელ ხარჯებს

Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე

შემატყობინე სიახლეები

მსგავსი პროექტები

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში