AI სტიპენდია ქალებისთვის
AI სტიპენდია ქალებისთვის პროფესიული აკადემიების სტიპენდიის ფარგლებში ხორციელდება და ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი (AI), აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს სასტიპენდიო პროგრამაში და მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში
პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და მასტერქარდთან პარტნიორობით ხორციელდება.
პროგრამაზე აპლიკაციების მიღება განახლდება 2026 წლის შემოდგომაზე
კიდევ რა უნდა იცოდე პროექტის შესახებ?
- AI სტიპენდიის ფარგლებში საქართველოს ბანკი 6 აკადემიასა და პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობს
- სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელიც დაინტერესებულია ხელოვნური ინტელექტის შესწავლით
- სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარდადგენილი კრიტერიუმების მიხედვით
- სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს
რომელ აკადემიებსა და პროფესიულ სასწავლებლებშია შესაძლებელი AI სტიპენდიის მიღება?
- სმარტ აკადემია – Smart Academy
- თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication
- ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industries
- ეჯაილ სქული – AgileSchool
- სქილვილი – Skillwill
- სქეილაფი – ScaleUp
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე