AI სტიპენდია გოგოებისთვის
AI სტიპენდია გოგოებისთვის პროფესიული აკადემიების სტიპენდიის ფარგლებში ხორციელდება და ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი (AI), აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს სასტიპენდიო პროგრამაში და მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში
პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და მასტერქარდთან პარტნიორობით ხორციელდება.
პროგრამაზე აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
კიდევ რა უნდა იცოდე პროექტის შესახებ?
- AI სტიპენდიის ფარგლებში საქართველოს ბანკი 9 აკადემიასა და პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობს
- სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელიც დაინტერესებულია ხელოვნური ინტელექტის შესწავლით
- სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარდადგენილი კრიტერიუმების მიხედვით
- სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს
რომელ აკადემიებსა და პროფესიულ სასწავლებლებშია შესაძლებელი AI სტიპენდიის მიღება?
- სმარტ აკადემია – Smart Academy
- თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication
- ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industries
- აიტი აკადემია სტეპი - IT Academy STEP
- ეჯაილ სქული – AgileSchool
- სქილვილი – Skillwill
- სქეილაფი – ScaleUp
- ელექტრონული აკადემია - Electronic Academy
- რე ედუქეითი - Re:educate
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე