მისამართები
ვალუტის კურსი
ყველა პროექტი

საჯარო მეტყველების კონკურსი

განათლება
გაზიარება
პროექტის შესახებ

საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების შესაძლებლობების შექმნას და მხარს უჭერს საჯარო მეტყველების კონკურსს, რომელსაც ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი ყოველწლიურად ახორციელებს 

პროექტის ფარგლებში 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საინტერესო გამოწვევაში, გამოცადონ საკუთარი უნარები და გამარჯვების შემთხვევაში გაემგზავრონ ლონდონში – საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსზე რეგისტრაცია ცხადდება წელიწადში ერთხელ, გაზაფხულის სემესტრში.. ამისთვის მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი და მეილი) უნდა გადააგზავნო მეილზე Britishcornerbc@gmail.com

კიდევ რა უნდა იცოდე საჯარო მეტყველების კონკურსის შესახებ?

  • ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (English-Speaking Union) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა
  • მისი მთავარი მიზანია, ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცება ინგლისური ენის საშუალებით
  • საქართველოში ეს პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება, პროექტის ფინანსური მხარდაჭერა კი საქართველოს ბანკმა 2012 წლიდან დაიწყო
  • კონკურსის შედეგად 10 ფინალისტი შეირჩევა, რომელთა შორისაც 3 საპრიზო ადგილი გამოვლინდება და პირველადგილოსანი ლონდონში გაემგზავრება
  • კონკურსში რეგისტრირებული ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის, მონაწილეთა რიცხვი კი – 1 000 000-მდეა

Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე

 

შემატყობინე სიახლეები

მსგავსი პროექტები

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი