სტაჟირების პროგრამა რეგიონებში
საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესების გაყიდვების დეპარტამენტი რეგიონებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ანხორციელებს, სტაჟირება 6 თვის განმავლობაში გრძელდება და სრულად არის მორგებული სტუდენტების აკადემიურ განრიგს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს ბანკში დასაქმების შესაძლებლობაც ეძლევათ
კიდევ რა უნდა იცოდე დასაქმების პროგრამის შესახებ?
- მცირე ბიზნესის ფარგლებში ახალგაზრდები სტაჟირებას გაივლიან გაყიდვების დეპარტამენტში
- საშუალო ბიზნესის შემთხვევაში კი − გაყიდვებისა და ანალიტიკის მიმართულებით
- სტაჟირება 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და სრულად იქნება მორგებული სტუდენტების აკადემიურ განრიგს
- პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს ბანკში დასაქმების შესაძლებლობაც ექნებათ
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განვითარების გზაზე არ გაჩერდე!