მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მასწავლებლის, როგორც პროფესიის, პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და წარმატებული პედაგოგების გამოვლენასა და მათ წარდგენას ითვალისწინებს საზოგადოებისთვის
2024 წელს საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი გახდა
წარდგენები და რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის მარტიდან საიტზე: www.tprize.ge
კიდევ რა უნდა იცოდე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესახებ?
- პროექტი საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაიწყო და გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის – ნაწილია
- ჯილდო იმ მასწავლებლებს გადაეცემათ, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ
- მონაწილე მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს
- მასწავლებლების ჯილდო 3 ეტაპად იმართება: კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად მოწმდება, მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ათეული ვლინდება, მესამე ეტაპი კი 5 ფინალისტის გამოვლენას ეთმობა
- პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.tprize.ge
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე