კომაროვის STEM ოლიმპიადა
საქართველოს ბანკმა კომაროვის სკოლასთან ერთად შექმნა პროექტი − STEM ოლიმპიადა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეკრან გუნდი და სკოლის სახელით წარდგნენ STEM მიმართულებით
ოლიმპიადაზე VII-XI კლასელი მოსწავლეებით დაკომპლექტებულ გუნდები ავლენენ ცოდნას ფიზიკასა და მათემატიკაში, ფინალურ რაუნდზე კი თავს ართმევენ ინჟინერიის ამოცანებს და ქმნიან STEM პროექტებს გამარჯვების მოსაპოვებლად
ოლიმპიადაზე რეგისტრაცია ცხადდება 2026 წლის შემოდგომის სემესტრში
კიდევ რა უნდა იცოდე STEM ოლიმპიადის შესახებ?
- STEM ოლიმპიადა მოსწავლეებში სამეცნიერო-ტექნოლოგიური სფეროთი დასაინტერესებლად, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზების მიზნით ტარდება
- STEM ოლიმპიადა იმართება საქართველოს (არაფიზიკა-მათემატიკური) სკოლებს შორის და მასში თითოეული სკოლიდან მონაწილეობს მხოლოდ 1 გუნდი. გუნდი შედგება 5 მოსწავლისგან, რომელთა შორისაც 3 მათემატიკოსი და 2 ფიზიკოსია
- ოლიმპიადა 3 ეტაპისგან შედგება: პირველი თეორიული ტური ჩატარდება ონლაინ , მეორე თეორიული ტური ჩატარდება დასწრებულ ფორმატში და შეირჩევა ათი ფინალისტი გუნდი, ბოლო დასკვნითი, მესამე ტური არის პრაქტიკული, სადაც უკვე გამოვლინდებიან გამარჯვებულები
- პირველ და მეორე ტურში გუნდის წევრებს ეძლევათ ტესტი 2 საგანში – ფიზიკასა და მათემატიკაში. თითოეულ საგანში ცოდნას ადასტურებს სკოლის გუნდის შესაბამისი წევრი
- პირველი თეორიული ტური ჩატარდება ონლაინ
- მეორე თეორიული ტურის შედეგად ჯამდება თითოეული გუნდის 5-ვე წევრის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები და ვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომლებიც გადადიან ფინალში
- ფინალში გადასული გუნდები გადიან უფასო გადამზადებას ინჟინერიის მიმართულებით კომაროვის სპეციალისტების მიერ, რის შემდეგაც თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს აქვთ წვდომა სასწავლო პროგრამის იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნაც საჭირო იქნება ფინალური ტურისთვის
- პრაქტიკულ ტურში STEM დავალებების შესასრულებლად 6-8 საათის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრება ფინალში გადასული 10 საუკეთესო გუნდი
- პირველ ადგილზე გასული სკოლის გუნდი დაჯილდოვდება 10 000 ლარით
- პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე stem.school.ge
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე