სტიპენდია უნივერსიტეტებში
საქართველოს ბანკის სტიპენდიის დახმარებით მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით
პროგრამაზე აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
კიდევ რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ?
- სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს საქართველოს ბანკის 23 პარტნიორ უნივერსიტეტში
- სტიპენდია მოიცავს სწავლის ერთწლიან, სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.
- სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით
- პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები გადაარჩევენ აპლიკაციებს GPA-სა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
- შემდეგ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან ჩაინიშნება გასაუბრება, რის შემდეგაც გამოვლინდებიან საქართველოს ბანკის სტიპენდიატები.
- სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
- თითო უნივერსიტეტიდან დაფინანსდება მინიმუმ 4-5 სტუდენტი
რომელია ჩვენი პარტნიორი 23 უნივერსიტეტი?
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თავისუფალი უნივერსიტეტი
- აგრარული უნივერსიტეტი
- აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
- საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU)
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
- საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო კონსერავტორია
- შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს უნივერსიტეტი
- პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე