მისამართები
ვალუტის კურსი
ყველა პროექტი

Code IT

გაზიარება
პროექტის შესახებ

მომავლის პროფესიების განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი Code IT

რეგისტრაცია ცხადდება წელიწადში ორჯერ გზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში. 

პროექტის ფარგლებში, პროგრამირებით დაინტერესებულ ნებისმიერ 14 – 18 წლის ასაკის მოსწავლეს, ქვეყნის მასშტაბით, 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და 6 დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) საშუალება აქვს, შეისწავლოს კოდირების საფუძვლები.

პროგრამის შერჩევის ეტაპებია:

  • რეგისტრაცია პორტალზე
  • დავალების შესრულება, რომელიც სარეგისტრაციო პერიოდის დასრულების შემდეგ გაეგზავნება ყველა აპლიკანტს ელ. ფოსტაზე
  • გასაუბრება ტექნოპარკის მენეჯერთან/პროგრამის კოორდინატორთან

სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:

  • HTML & Css
  • JavaScript & Responsive Page
  • React

თითოეული მოდული 2 თვე გრძელდება და 16 შეხვედრას აერთიანებს. მონაწილეები ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამის სერთიფიკატს მიიღებენ. გაზაფხულის სემესტრში სწავლა 10 მარტს იწყება, პროგრამა სრულად დაფინანსებულია.

Csr.bog.ge-ზე შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე

ელ. ფოსტა
CSR@bog.ge
შემატყობინე სიახლეები

მსგავსი პროექტები

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი