ვალუტის კურსები
ვალუტის კალკულატორი
ყველა ვალუტა
ვალუტის კურსები
გაეცანი ყოველდღე ვალუტის განახლებულ კურსებს. შეადარე ოფიციალური და საბანკო კურსები ერთმანეთს და დააკონვერტირე თანხა ონლაინ რამდენიმე წამში
ვალუტის კურსები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფინანსური ინფორმაციაა საქართველოში. ყოველდღიურად ათასობით ადამიანს სჭირდება გაიგოს დოლარის, ევროს, გირვანქის ან სხვა ვალუტის მიმდინარე კურსი, რათა დაგეგმოს ფულადი ოპერაციები. სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი გთავაზობს განახლებულ მონაცემებს როგორც ოფიციალურ, ისე კომერციულ კურსებზე
ვალუტის კურსები და მათი გამოყენება
ვალუტის კურსის ცოდნა აუცილებელია:
- ფულადი გზავნილების მიღებისა და გაგზავნისას
- უცხოურ ვალუტაში შესყიდვებისას
- ბიზნესტრანზაქციების დროს
- ონლაინგადახდებისა და მოგზაურობის დაგეგმვისას
ვალუტის კალკულატორი
საქართველოს ბანკის ვალუტის კალკულატორი დაგეხმარება მარტივად და სწრაფად გადაამოწმო, რა რაოდენობის თანხას მიიღებ კონვერტაციისას. საკმარისია მიუთითო საწყისი თანხა და სასურველი ვალუტა, რათა წამებში მიიღო ზუსტი შედეგი
ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ხშირად ახორციელებს საერთაშორისო გადახდებს ან იღებს ფულად გზავნილებს. ვალუტის კალკულატორი დაგეხმარება წინასწარ დაგეგმო, რა რაოდენობის თანხა დაგერიცხება კონკრეტული ტრანზაქციის შემდეგ
ვალუტის კურსი ონლაინ
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ვალუტის კურსების ნახვა და თანხის კონვერტაცია ონლაინ, მობილბანკისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით
ციფრული არხები გაძლევს შესაძლებლობას:
- რეალურ დროში გადაამოწმო კურსები
- სწრაფად დააკონვერტირო თანხა
- ისარგებლო სპეციალური, უკეთესი კურსით
ეს არის მოსახერხებელი და უსაფრთხო გზა ვალუტის გაცვლისთვის, რაც არ მოითხოვს ფილიალში ვიზიტს
რომელი ვალუტებია ხელმისაწვდომი გადახურდავებისთვის?
საქართველოს ბანკში შეგიძლია თანხის გადახურდავება ძირითადი საერთაშორისო ვალუტებით. ყველაზე ხშირად გამოყენებული ვალუტებია: აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი, რუსული რუბლი, თურქული ლირა, უკრაინული გრივნა, სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი, ყაზახური ტენგე, შვეიცარიული ფრანკი, კანადური დოლარი, ავსტრალიური დოლარი, ნორვეგიული, შვედური და დანიური კრონა, იაპონური იენი, ისრაელის შეკელი, არაბეთის გაერთიანებული ემირატების დირჰამი, პოლონური ზლოტი, ჩეხური კრონა
ასეთი მრავალფეროვნება მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საჭიროებისას სწრაფად და მომგებიანად შეასრულოს კონვერტაცია