მისამართები
ვალუტის კურსი
საგულშემატკივრო ბარათი

საგულშემატკივრო ბარათი

ციფრული ბარათი სპეციალურად გულშემატკივრებისთვის
აირჩიე დიზაინი შეარჩიე ბარათის დიზაინი ეროვნული ნაკრების ფორმით და ფეხბურთელების ნომრებით
მიიღე 15% ფასდაკლება შეიძინე საქართველოს ნაკრების ოფიციალური პროდუქცია fanshop.ge-ზე და ისარგებლე ფასდაკლებით
ბარათის შესახებ

ბარათის შესახებ

თუ ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ, უკვე შეგიძლია აიღო ციფრული საგულშემატკივრო ბარათი, შეარჩიო დიზაინი სასურველი ნომრით, დაამატო შენს Apple ან Google საფულეში და დაიწყო გამოყენება.
 
თუ საგულშემატკივრო ბარათით fanshop.ge-ზე ნაკრების პროდუქციას შეიძენ, 15% ფასდაკლებას მიიღებ.
პირობები

პირობები

ბარათის დამზადება უფასო
ბარათის ვადა 4 წელი
თანხის განაღდება ბანკომატიდან, ლარში 0.2% მინ. 0.2
სხვა ბანკის ბანკომატიდან, ლარში 0.5% მინ. 0.2

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შეიძლება საგულშემატკივრო ბარათის აღება?

ციფრული საგულშემატკივრო ბარათის შეკვეთა შეგიძლია მობილბანკით ან ინტერნეტბანკით

სად შემიძლია გადავიხადო საგულშემატკივრო ბარათით?

ბარათის გამოყენება შეგიძლია სრულყოფილად, როგორც საქართველოს ბანკის სხვა ციფრული ბარათების შემთხვევაში

რა ნომერი ბარათებია ხელმისაწვდომი?

საგულშემატკივრო ბარათი შეგიძლია აიღო ნებისმიერი ნომრით 1-დან 23-ის ჩათვლით

სად მივიღებ 15% ფასდაკლება?

15% ფასდაკლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში - fanshop.ge-ზე არის შესაძლებელი.

ფასდაკლებას ლიმიტი აქვს?

არა, ლიმიტი არ აქვს და ფასდაკლებით ისარგებლებ ნებისმიერი თანხის პროდუქციის შეძენისას

რატომ უნდა აიღო საგულშემატკივრო ბარათი?

სპორტი, განსაკუთრებით კი – ეროვნული ნაკრების თამაში, უბრალოდ სანახაობა არ არის. ეს ემოციაა, რომელიც გვაერთიანებს და სიამაყით გვავსებს. ამ ყველაფერს ერთი საერთო სახელი აქვს – გულშემატკივრობა

ნამდვილი გულშემატკივარი კი ის არის, ვინც საკუთარ გუნდს არა მხოლოდ სტადიონზე, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უჭერს მხარს. სწორედ ამ იდეით შევქმენით საგულშემატკივრო ბარათი საქართველოს ბანკში

საგულშემატკივრო ბარათი იგივე სადებეტო ტიპის ბარათია, რომლის უნიკალური დიზაინი, ეროვნული დროშისა და ნაკრების ელემენტები ქმნის განსაკუთრებულ გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამიტომ თუ ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ, უკვე შეგიძლია აიღო ციფრული საგულშემატკივრო ბარათი, შეარჩიო დიზაინი სასურველი ნომრით, დაამატო შენს Apple ან Google საფულეში და დაიწყო გამოყენება

როგორც ბარათის მფლობელი, ბევრი უპირატესობით ისარგებლებ – დააგროვებ PLUS ქულებს, რაც იგივე ფულია. უკვე დაგროვილი ქულებით კი იყიდი ნებისმიერ რამეს ჩვენს პარტნიორ ობიექტებში – როგორც სერვისს, ისე მომსახურებას. გარდა ამისა, საგულშემატკივრო ბარათი გთავაზობს მუდმივ 15%-იან ფასდაკლებას fanshop.ge-ზე ნაკრების პროდუქციაზე

შესაბამისად, ბარათის გამოყენებას შეძლებ ყველგან, სადაც არ უნდა იყო:

  • გადაიხდი მარტივად და სწრაფად – შენი მობილურის ტერმინალზე 1 მიდებით სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, სავაჭრო თუ სხვა ობიექტებში
  • იყიდი ნებისმიერ რამეს ონლაინ და, თან, უსაფრთხოდ – თუ ბარათის დაცვის სერვისს ჩაირთავ, ტრანზაქციის დასადასტურებლად ერთჯერადი კოდის მითითება იქნება საჭირო
  • მართავ საკუთარ ფინანსებს – მობილბანკის საშუალებით შენ სრულად შეძლებ აკონტროლო საკუთარი ანგარიში, ნახო ბალანსი, შეამოწმო ტრანზაქციების ისტორია, დაბლოკო ან აღადგინო ბარათი და სხვ.
  • გაანაღდებ თანხას საქართველოს ბანკის ბანკომატებით მთელი ქვეყნის მასშტაბით

საგულშემატკივრო ბარათი განკუთვნილია ეროვნული ნაკრების ერთგული ქომაგებისთვის, რომლებიც არცერთ თამაშს არ ტოვებენ და სურთ, გუნდის მხარდაჭერა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყოს. ასევე, ბარათის აღება შენც შეგიძლია, თუ გინდა, რომ საკუთარი პატრიოტული სულისკვეთება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოხატო. მოკლედ, ბარათი ნებისმიერი მოქალაქის საკუთრება შეიძლება გახდეს, ვისაც სურს, ჰქონდეს საიმედო საბანკო ბარათი და, ამავდროულად, წვლილი შეიტანოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის კულტურის განვითარებაში

რაც მთავარია, ბარათის აღება უფასოდ არის შესაძლებელი და მისი შეკვეთა შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად, შენი მობილურისა და მობილბანკის გამოყენებით

საბოლოოდ, საქართველოს ბანკის საგულშემატკივრო ბარათი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური პროდუქტი. ეს არის ერთგულების ერთგვარი გამოხატულება და შესაძლებლობა, იყო შენი ქვეყნის გუნდის ნაწილი არა მხოლოდ 90 წუთით, არამედ ყოველდღე

 

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება საქართველოს ბანკის ციფრული არხების გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში