მისამართები
ვალუტის კურსი

მასწავლებლის ბარათი

 
თუ მასწავლებელი ხარ, შეუკვეთე მასწავლებლებისთვის შექმნილი ბარათი, რომელსაც უნიკალური დიზაინი, შეღავათიანი ტარიფები და განსაკუთრებული შეთავაზებები მოყვება

მასწავლებლის ბარათის უპირატესობები

ისარგებლებ საკომისიოს შეღავათით კომუნალურების გადახდისას
სპეციალური პირობით გაანაღდებ თანხას საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან
პარტნიორ ობიექტებში დაგხვდება ექსკლუზიური შეთავაზებები მასწავლებლებისთვის
მასწი მასწ

როგორ შეუკვეთავ მასწავლებლის ბარათს

თუ ხელფასი საქართველოს ბანკში გერიცხება, მასწავლებლის ბარათის შეკვეთა მარტივად, მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან შეგიძლია. სურვილის შემთხვევაში, ისარგებლებ საკურიერო მომსახურებით, ან ბარათს სასურველი ფილიალიდან თავად გაიტან
შეგიძლია შეუკვეთო როგორც პლასტიკური, ასევე ციფრული ბარათი
თუ ხელფასი საქართველოს ბანკში ჯერ არ გერიცხება, ბარათის შესაკვეთად მიმართე ფილიალს

შეთავაზებები

სხვა საინტერესო პროდუქტები

ხშირად დასმული კითხვები

რა უპირატესობები აქვს მასწავლებლის ბარათს?

მასწავლებლის ბარათი უნიკალური დიზაინის სადებეტო ბარათია, რომელიც განსაკუთრებულ პირობებს მოიცავს:
1. ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში
2. მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან შესრულებული კომუნალური გადახდა უფასოდ - დენი, წყალი, დასუფთავება, გაზი (თვეში მაქს. 5);
3. განსაკუთრებული პირობა ბანკომატიდან თანხის განაღდებისას;
4. უფასო SMS ბანკი 

როგორ შევუკვეთო საქართველოს ბანკის მასწავლებლის ბარათი?

თუ ხელფასი საქართველოს ბანკში გერიცხება, მასწავლებლის ბარათი შეგიძლია შეუკვეთო მარტივად, მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან. შეკვეთისას შეგიძლია აირჩიო ბარათის ადგილზე მიტანის სერვისი ან თავად გაიტანო სასურველი ფილიალიდან
 
თუ ჯერ არ გერიცხება ხელფასი საქართველოს ბანკში, ბარათის ასაღებად საჭირო იქნება, გადმოტანო ხელფასი საქართველოს ბანკის ბარათზე. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართე ჩვენს ნებისმიერ ფილიალს
 

ვის შეუძლია შეუკვეთოს მასწავლებლის ბარათი?

საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს
 

რომელ კომუნალურ გადახდებზე ვრცელდება შეღავათი?

შეღავათი ვრცელდება მობილბანკით ან ინტერნეტბანკით შესრულებულ ნებისმიერი ტიპის კომუნალურ გადახდაზე(დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება). შეგიძლია თვეში 5 კომუნალური გადახდა სრულ საკომისიოს გარეშე დაფარო

რა ღირს ბარათის აღდგენა მისი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში?

მასწავლებლის ბარათის აღდგენა ნებისმიერ შემთხვევაში უფასოა. არ იხდი საკომისიოს არც პირველადი აღებისას და არც ბარათის დაკარგვის, დაზიანების ან ვადის გასვლის გამო განახლებისას.

როგორ მოვიქცე, თუ მობილბანკით ბარათის შეკვეთას ვერ ვახერხებ

თუ მობილბანკიდან ვერ ახერხებ შეკვეთას, უნდა მიმართო სკოლის ადმინისტრაციას და ბანკში წარადგინო ცნობა, რომ ხარ დასაქმებული სკოლაში.

იმისათვის, რომ შეთავაზებებით და შეღავათებით ვისარგებლო, ამ ბარათზე უნდა მერიცხებოდეს ხელფასი?

დიახ, მასწავლებლის ბარათის სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ ხელფასი ამ ბარათზე გერიცხებოდეს. თუ ხელფასი სხვა ანგარიშზე გერიცხება, უნდა მიმართო სკოლის ადმინისტრაციას და ხელფასის გადმოსატანად მასწავლებლის ბარათის ანგარიშის ნომერი წარადგინო.

სხვა სტანდარტული შეთავაზებებითაც ვისარგებლებ რაც PLUS ბარათზე ვრცელდება?

დიახ, მასწავლებლის ბარათზე მოქმედებს ყველა ის შეთავაზება, რაც სტანდარტულ PLUS ბარათს აქვს. გარდა ამისა, ზუსტად ისევე დააგროვებ PLUS ქულებს ყოველი გადახდისას, როგორც PLUS ბარათით სარგებლობის შემთხვევაში.

შეუკვეთე მასწავლებლის ბარათი, ისარგებლე უპირატესობით

მასწავლებლის ბარათი − შენი პროფესიის დამსახურებული უპირატესობა

საქართველოს ბანკი აფასებს მასწავლებლის პროფესიას და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს. მასწავლებლის სადებეტო ბარათი სპეციალურად პედაგოგებისთვის შეიქმნა. მას თან ახლავს უნიკალური დიზაინი, საჭიროებებზე მორგებული პირობები და ფინანსური შეღავათები, რათა საბანკო ოპერაციები კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდეს

ისარგებლე მასწავლებლის ბარათის პირობებით

მასწავლებლის ბარათი გთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას, რაც დაგეხმარება დაზოგო დრო და ფინანსები. ბარათის მფლობელები სარგებლობენ პირობებით, რომლებიც მათ ყოველდღიურ ფინანსურ ტრანზაქციებს უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს ხდის. ამ ბარათით შენ ასევე დააგროვებ PLUS ქულებს ყოველი გადახდისას

  • კომუნალური გადახდების შეღავათი − გადაიხადე კომუნალური გადასახადები (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება) ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. ეს შეღავათი ვრცელდება თვეში 5 ტრანზაქციაზე, მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გადახდისას
  • თანხის განაღდება სპეციალური პირობით − ისარგებლე თანხის განაღდების სპეციალური პირობით საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან
  • შეთავაზებები პარტნიორ კომპანიებში − მიიღე ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში. ეს შეთავაზებები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის წიგნის მაღაზიებს, ტექნიკის მაღაზიებსა და სხვა
  • უფასო სერვისები − ისარგებლე უფასო SMS ბანკის სერვისით, რათა მუდმივად მიიღო ინფორმაცია შენს ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ

როგორ მიიღო მასწავლებლის ბარათი

მასწავლებლის ბარათის მიღების პროცესი მაქსიმალურად მარტივია და შენს კომფორტზეა მორგებული. ბარათის შეკვეთა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ფილიალში ვიზიტით

შეუკვეთე ბარათი შენთვის მოსახერხებელი გზით

თუ შენი ხელფასი ირიცხება საქართველოს ბანკში, ბარათის შეკვეთას შეძლებ მარტივად, ინტერნეტბანკის ან მობილბანკის დახმარებით. შეკვეთისას შეგიძლია აირჩიო როგორც პლასტიკური, ასევე ციფრული ბარათი. შენზეა დამოკიდებული, ბარათს კურიერი მოგართმევს სასურველ მისამართზე, თუ თავად გაიტან ფილიალიდან. თუ ჯერ არ ხარ ჩვენი ბანკის მომხმარებელი ან ხელფასი სხვა ბანკში გერიცხება, ბარათის ასაღებად საჭიროა ეწვიო ჩვენს ნებისმიერ ფილიალს

 

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი