მობილბანკში კრიპტოს პლატფორმა მუშაობს საბანკო უსაფრთხოების სტანდარტებით და რეგულირებული ჩარჩოს ფარგლებში. მომხმარებელი კრიპტოს იყენებს იმავე სანდო ეკოსისტემაში, სადაც ყოველდღიურად მართავს საკუთარ ფინანსებს
ხშირად დასმული კითხვები
მობილბანკში კრიპტოს შეძენა უსაფრთხოა?
მჭირდება თუ არა ცალკე აპლიკაციის ჩამოტვირთვა?
არა, კრიპტო ხელმისაწვდომია მობილბანკში და არ არის საჭირო ცალკე პლატფორმაზე რეგისტრაცია ან ახალი აპლიკაციის გამოყენება
შევძლებ სარგებლობას, თუ კრიპტოვალუტის შესახებ არ მაქვს ბევრი ინფორმაცია?
მობილბანკის კრიპტო პლატფორმა შექმნილია ისე, რომ დამწყებ მომხმარებლებსაც გაუმარტივოს პირველი ნაბიჯების გადადგმა
შემიძლია კრიპტოს გამოყენება ინვესტიციებთან ერთად?
დიახ, კრიპტო და ინვესტიციები მობილბანკში სხვადასხვა პლატფორმებია. თუ ინვესტიციებს აქტიურად მოიხმარ, შეგიძლია კრიპტო განიხილო, როგორც პორტფელის დამატებითი ნაწილი.
არის თუ არა კრიპტო რისკიანი?
კრიპტოვალუტის ფასი შეიძლება მერყეობდეს და შეიცავდეს რისკებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დაიწყო მცირე თანხით და მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
არის თუ არა ეს იგივე, რაც კრიპტობირჟა?
არა, მობილბანკში კრიპტო არ არის დამოუკიდებელი კრიპტობირჟა. ეს არის საბანკო პლატფორმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტოს უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებას
შემიძლია თუ არა გადავხედო კრიპტო პლატფორმას, ყიდვის გარეშე?
დიახ, შეგიძლია, უბრალოდ დაათვალიერო ბაზარი, ნახო ფასები, შეისწავლო და გაეცნო კრიპტოს, სანამ გადაწყვეტ შეძენას
არის თუ არა კრიპტო ხელმისაწვდომი არარეზიდენტებისთვის?
დიახ, კრიპტო მობილბანკში ხელმისაწვდომია არარეზიდენტი მომხმარებლებისთვისაც, შესაბამისი პირობების ფარგლებში
იღებს თუ არა ბანკი პასუხისმგებლობას მოგებაზე?
არა, კრიპტო არ იძლევა მოგების დაპირებას. შესაბამისად, ბანკი არ იღებს ფინანსურ თუ სხვა ტიპის პასუხისმგებლობას და არ გაძლევთ ფინანსურ რჩევას. ყველა გადაწყვეტილება მიიღება მომხმარებლის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობით.