მისამართები
ვალუტის კურსი

სადეპოზიტო სერტიფიკატი

შეიძინე სადეპოზიტო სერტიფიკატი და მიიღე სარგებელი პერიოდულად ან ვადის ბოლოს, სრულ ღირებულებასთან ერთად
შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული სერტიფიკატი
ისარგებლე მოქნილი პირობებით და მიიღე სარგებელი

გამოთვალე სარგებელი

სერტიფიკატის ტიპი
დისკონტური
საპროცენტო
ვადა
3 თვე
6 თვე
9 თვე
12 თვე
18 თვე
24 თვე
36 თვე
48 თვე
60 თვე
განაკვეთი ლარი დოლარი ევრო ფუნტი წლიური 8.70% 1.00% 0.30% 1.00% ეფექტური 8.99% 1.00% 0.30% 1.00%

სადეპოზიტო სერტიფიკატის ტიპები

დისკონტური

დისკონტური

დისკონტურ სერტიფიკატს სასურველ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეიძენ და ვადის ბოლოს, სრულ თანხას მიიღებ

დისკონტურ სერტიფიკატს სასურველ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეიძენ და ვადის ბოლოს, სრულ თანხას მიიღებ

საპროცენტო

საპროცენტო

საპროცენტო სერტიფიკატით სარგებელს სასურველი პერიოდულობით მიიღებ და ვადის ბოლოს, სრულ თანხას დაიბრუნებ

საპროცენტო სერტიფიკატით სარგებელს სასურველი პერიოდულობით მიიღებ და ვადის ბოლოს, სრულ თანხას დაიბრუნებ

საინტერესო პროდუქტები

გადმოწერე მობილბანკი

მიიღე სრული საბანკო მომსახურება შენს მობილურში.
თუ არ გაქვს ჩვენი ანგარიში, გახდი ბანკის მომხმარებელი ონლაინ
qr
დაასკანერე QR მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია

ხშირად დასმული კითხვები

რა არის სადეპოზიტო სერტიფიკატი?

სადეპოზიტო სერტიფიკატი თანხის შენახვის და ინვესტირების საშულებაა. საქართველოს ბანკში შეგიძლიათ მინ. 5000 ლარის (ვალუტაში 2000 ერთეული) ღირებულების დისკონტური და საპროცენტო სერტიფიკატების შეძენა 3 თვიდან 5 წლის ვადით.

რით განსხვავდება დისკონტური და საპროცენტო სერტიფიკატები?

დისკონტურ და საპროცენტო სერტიფიკატებს 3 მთავარი განსხვავება აქვთ:
 1. დისკონტური სერტიფიკატის სარგებელს ვადის ბოლოს იღებ. საპროცენტოს შემთხვევაში, შეგიძლია აირჩიო სარგებლის მიღების პერიოდულობა - 3 თვე, 6 თვე, 1 წელი ან ერთიანად, ვადის ბოლოს. 
 2. საპროცენტო სერტიფიკატს მისი სრული ღირებულებით შეიძენ და სარგებელს, არჩეული პერიოდულობით იღებ.
დისკონტურის შემთხვევაში, უთითებ სერტიფიკატის სრულ ღირებულებას, რაც გსურს ვადის ბოლოს მიიღო. ამის მიხედვით, ავტომატურად გამოითვლება თანხის ის ოდენობა, რაც სერტიფიკატის შეძენის მომენტში, ამ თანხის მისაღებად უნდა შეიტანო. 
ვადის ბოლოს, იღებ სერტიფიკატის სრულ ღირებულებას, ანუ გადახდილი თანხის და სარგებლის ჯამს.
 3. დისკონტური სერტიფიკატის ეფექტური საპროცენტო სარგებელი 12.80%-მდეა ლარში. 
ხოლო საპროცენტოს სარგებელი - 9.75%-მდე ლარში.

რას ნიშნავს სერტიფიკატის გასხვისება ან გამოსყიდვა?

თუ ფლობ სერტიფიკატს და თანხა დაგჭირდა, შეგიძლია იგი მესამე პირზე გაასხვისო - ანუ გაყიდო მასთან შეთანხმებული პირობით, ან გამოისყიდო ბანკისგან.
გამოსყიდვაზე გადაწყვეტილებას ბანკის ხაზინის დეპარტამენტი მიიღებს, რომელიც შემოგთავაზებს გამოსყიდვის ფასს და თანხმობის შემთხვევაში, გამოისყიდის სერტიფიკატს.
ასევე, შეგიძლია სერტიფიკატი სხვას საჩუქრადაც გადასცე.
სამივე შემთხვევაში, უნდა მიმართო ფილიალს.

შესაძლებელია შევიძინო სადეპოზიტო სერტიფიკატი ისე რომ მასზე დარიცხული პროცენტი გარკვეული პერიოდულობით მივიღო?

დიახ, შეგიძლია შეიძინო საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი და მასზე დარიცხული სარგებელი შენთვის სასურველი პერიოდულობით მიიღო: 
ყოველთვე, 3 თვეში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ,
სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას ვადის ბოლოს მიიღებ.
 

25 000 ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატს ვფლობ. შესაძლებელია სერტიფიკატი ჩემი ოჯახის წევრს გადავცე მფლობელობაში?

დიახ, შესაძლებელია სერტიფიკატი ოჯახის წევრზე გააჩუქო და გაჩუქების ოპერაცია სრულიად უფასოდ,  საკომისიოს გარეშე შესრულდება

მსურს შევიძინო სადეპოზიტო სერტიფიკატი 1 წლის ვადით. თუ თანხის ვადაზე ადრე გატანა დამჭირდა შესაძლებელია დავარღვიო ხელშეკრულება და თანხა მივიღო?

სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულების ვადაზე ადრე დარღვევა შეუძლებელია. თუ თანხა ვადაზე ადრე დაგჭირდება შესაძლებელია მისი გასხვისება ან გამოსყიდვა

სერტიფიკატის გამოსყიდვის ან გასხვისების შემთხვევაში მექნება თუ არა სერტიფიკატის თანხის ანგარიშიდან განაღდების საკომისიო?

დიახ, სერტიფიკატის თანხის ანგარიშიდან განაღდების შემთხვევაში ჩამოგეჭრება განაღდების საკომისიო ბანკში მოქმედი სტანდარტული ტარიფების შესაბამისად.

ხელშეკრულებები

სადეპოზიტო სერტიფიკატი

სადეპოზიტო სერტიფიკატი − დანაზოგის ზრდის სანდო ინსტრუმენტი

სადეპოზიტო სერტიფიკატი ფასიანი ქაღალდია, რომელიც ადასტურებს შენ მიერ თანხის განთავსებას ფიქსირებული ვადითა და საპროცენტო სარგებლით. ეს არის დანაზოგის დაგროვებისა და ინვესტირების ერთ-ერთი მოქნილი და პროგნოზირებადი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, წინასწარ განსაზღვრო შენი ფინანსური სარგებელი

სადეპოზიტო სერტიფიკატის მთავარი უპირატესობები

საბანკო პროდუქტებს შორის სადეპოზიტო სერტიფიკატი რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით გამოირჩევა, რაც მას მიმზიდველს ხდის სხვადასხვა ტიპის დამზოგველისთვის. პროდუქტის მთავარი უპირატესობებია:

  • გარანტირებული სარგებელი − სერტიფიკატის შეძენისას შენ წინასწარ იცი, რა მოცულობის საპროცენტო სარგებელს მიიღებ ვადის ბოლოს
  • მოქნილობა − კლასიკური სერტიფიკატის შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვს, სარგებელი მიიღო პერიოდულად (მაგალითად, ყოველთვიურად) ან ძირითად თანხასთან ერთად ვადის ამოწურვის შემდეგ
  • გასხვისების შესაძლებლობა − სტანდარტული ანაბრისგან განსხვავებით სადეპოზიტო სერტიფიკატი შეგიძლია გაყიდო, გააჩუქო ან სხვაგვარად გადასცე სხვა პირს ნებისმიერ დროს, ვადის ამოწურვამდე
  • მაღალი საიმედოობა − შენი თანხა დაცულია, რადგან სერტიფიკატი ბანკის მიერ გამოშვებული ვალდებულებაა

სადეპოზიტო სერტიფიკატების ტიპები

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ორი ძირითად ტიპის სერტიფიკატს, რომლებიც ერთმანეთისგან სარგებლის მიღების მექანიზმით განსხვავდება

კლასიკური სადეპოზიტო სერტიფიკატი

ამ ტიპის სერტიფიკატის შეძენისას შენ ათავსებ კონკრეტულ თანხას და იღებ წინასწარგანსაზღვრულ საპროცენტო სარგებელს. სარგებლის მიღება შესაძლებელია როგორც პერიოდულად, ისე ვადის ბოლოს. ეს ვარიანტი მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სურს რეგულარული, პასიური შემოსავლის მიღება

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი განსხვავებული პრინციპით მუშაობს. შენ ყიდულობ სერტიფიკატს მის ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად (დისკონტით), ხოლო ვადის ამოწურვისას იღებ სრულ ნომინალურ ღირებულებას. სხვაობა ამ ორ თანხას შორის წარმოადგენს შენს სარგებელს. ეს არის მოსახერხებელი გზა, დააბანდო ნაკლები და მიიღო წინასწარგანსაზღვრული სრული თანხა მომავალში

როგორ შეიძინო სადეპოზიტო სერტიფიკატი

სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა მარტივი პროცესია. ამისთვის შეგიძლია მიმართო საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ჩვენი წარმომადგენლები დაგეხმარებიან შენთვის სასურველი პირობების შერჩევაში. პროცესის გასამარტივებლად და დროის დასაზოგად შეგიძლია წინასწარ გაეცნო ინფორმაციას ანაბრებისა და სერტიფიკატების შესახებ ჩვენს ვებგვერდზე. საბანკო ტრანზაქციების დისტანციურად სამართავად კი გამოიყენე ჩვენი მობილბანკი

ანაბრები და სერტიფიკატები − ძირითადი განსხვავება

მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროდუქტი დანაზოგის გასაზრდელად გამოიყენება, მათ შორის არსებობს პრინციპული განსხვავება. ვადიანი ანაბარი არის შენს სახელზე გახსნილი ანგარიში, რომლიდანაც თანხის გატანა ვადის დარღვევით იწვევს საპროცენტო სარგებლის დაკარგვას. სადეპოზიტო სერტიფიკატი კი ფასიანი ქაღალდია, რომელიც ვადის ამოწურვამდე შეგიძლია გაასხვისო სხვა პირზე და ამით შეინარჩუნო მისი ღირებულება

დამატებითი ინფორმაციისთვის ანაბრების შესახებ ეწვიე შესაბამის გვერდს

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი