„მწვანე ხეივანი“ კომპანია გრადას პრემიუმ კლასის, ხუთვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც შედგება 7 ბლოკისგან. ყველა ბლოკში დამონტაჟებულია ფინური KONE-ს სამგზავრო და სატვირთო ლიფტი. გრადას მიზანია სწრაფად აუწყოს ფეხი თანამედროვე ხედვებს, ტექნოლოგიებს და უკეთ გამოხატოს მისია - ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება იცხოვროს მშვიდად და კომფორტულად. პროექტი სრულად აკმაყოფილებს მშენებლობის ევროპულ სტანდარტებს.
კომპლექსში წარმოდგენილია:
• დაკეტილი ეზო, 24 საათიანი დაცვა და კამერები
• კალათბურთის, ფეხბურთის, ღია ფიტნეს და საბავშვო ინფრასტრუქტურა
• სასეირნო, სარბენი და ველობილიკი, ველოსადგომი
• WiFi და Charger ზონა, ელექტრო მანქანების დამტენი
• ფიტნესცენტრი, სპა ზონა, საცურაო აუზი და საუნა
• ლობიში განთავსებული კონსიერჟი
• მიწისქვეშა ორდონიანი ავტოსადგომი