სამშენებლო კომპანია "თეთრი კვადრატი მინდელზე" გთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც ცხოვრება, მუშაობა და გართობა ერთ სივრცეში ერთიანდება.
"თეთრი კვადრატი მინდელზე" მდებარეობს თბილისში, ძოწის ქუჩა N2-ზე და წარმოადგენს მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც აერთიანებს 6 საცხოვრებელ კორპუსს 600-ზე მეტი ბინით. ეს არის მშენებარე პროექტი, რომლის ჩაბარება დაგეგმილია 2027 წლის მეორე ნახევარში თეთრი კარკასის კონდიციაში.
თითოეულ კორპუსში განთავსებულია 100-ზე მეტი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართები.
რას გთავაზობთ:
- მასშტაბური კომპლექსი - 6 საცხოვრებელი კორპუსი 13-დან 22 სართულამდე, 600+ ბინით
- ინფრასტრუქტურა - კაფეები, რესტორნები, სალონები კომპლექსის ტერიტორიაზე
- აქტიური ცხოვრების სტილი - სათამაშო და სპორტული მოედნები, რეკრეაციული ზონა
- კომერციული სივრცეები - საოფისე და კომერციული ფართები თითოეულ კორპუსში
- კომბინირებული პარკინგი - როგორც ღია საერთო სარგებლობის, ისე დახურული ავტოსადგომები სახლების ქვეშ