მისამართები
ვალუტის კურსი

ინტერნეტბანკი

ისარგებლებ სწრაფი, მარტივი და მუდმივად განახლებადი ინტერნეტბანკით, რომლითაც შეასრულებ სასურველ საბანკო ტრანზაქციებს

დღე-ღამის ნებისმიერ დროს
სახლიდან გაუსვლელად
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში
კომფორტულად და სულ რაღაც წამებში
cifruli banki, ციფრული ბანკი, ონლაინ ბანკია, მობაილ აპი, ფილიალი ტელეფონში, სატელეფონო ბანკი,ინტერნეტ ბანკი, internet bank, საბანკო ტრანზაქციები,  sabanko tranzaqciebi, გადარიცხვა სწრაფად, გადარიცხვა მარტივად

რამდენად უსაფრთხოა ინტერნეტბანკი

იმისთვის რომ შენი ანგარიშები მაქსიმალურად იყოს დაცული, გთავაზობთ დაცვის სისტემის უახლეს შესაძლებლობებს:

მარტივი ავტორიზაცია - შეიყვან მხოლოდ მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რაც, თავის მხრივ, კონფიდენციალურია და გეცოდინება მხოლოდ შენ
რთული ავტორიზაცია - მეტი უსაფრთხოებისთვის მომხმარებლის სახელსა და პაროლთან ერთად ერთჯერადი კოდის შეყვანაც იქნება საჭირო
გახადე სანდო შენი ბრაუზერი და შეასრულე ტრანზაქციები ერთჯერადი კოდის გარეშე.
ibank,onlinebanking,onlinebank,ებანკი, ინტერნეტ ბანკინგი, ბრაუზერის ბანკი, ლეპტოპის ბანკიმარტივი ავტორიზაცია, გზავნილის გაგზავნა, gzavnilis gagzavna, ფულადი გზავნილი, ინტერნეტ ბანკი, internet bank, საბანკო ტრანზაქციები,  sabanko tranzaqciebi, გადარიცხვა სწრაფად, გადარიცხვა მარტივად, გზავნილები

პირობები

აქტივაცია
უფასო
მომსახურების საკომისიო
უფასო

მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი ინტერნეტბანკი

მართე ბარათები, ანაბრები, სესხები და PLUS ქულები ერთ სივრცეში. გააგზავნე თანხა წამებში, დაფარე გადასახადები და ისარგებლე მაღალი უსაფრთხოების დაცვით. ინტერნეტბანკი — შექმნილი შენი კომფორტისთვის.

დღეს საბანკო ტრანზაქციების შესასრულებლად აღარ არის აუცილებელი ფილიალში მისვლა, სამუშაო საათებზე მორგება და რიგში დგომა, რადგან ყველაფერი გაცილებით გამარტივებულია. ამაში კი საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი დაგეხმარება – თანამედროვე, უსაფრთხო და მოქნილი სივრცე, რომელიც შენს პერსონალურ კომპიუტერს ან ლეპტოპს სრულფასოვან ციფრულ ბანკად აქცევს

ინტერნეტბანკი შენი პირადი საბანკო სივრცე გახდება, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. რაც მთავარია, ინტერნეტბანკი გაძლევს სრულ კონტროლს შენს ფინანსებზე და გითავისუფლებს დროს იმისათვის, რაც მართლა მნიშვნელოვანია

რა შესაძლებლობები აქვს ინტერნეტბანკს?

ინტერნეტბანკის დახმარებით სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეძლებ  შეასრულო ყველა საბანკო ოპერაცია:

  • მომენტალურად შეამოწმებ ნებისმიერი ანგარიშის ბალანსს, დაათვალიერებ ტრანზაქციების დეტალურ ისტორიას და თუ დაგჭირდება, ამონაწერსაც იქვე მიიღებ
  • 1 სივრცეში გადაავლებ თვალს შენს ყველა პროდუქტს – ბარათებს, ანაბრებს, სესხებსა და დაგროვილ PLUS ქულებსაც კი
  • გაგზავნი თანხას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაშიც ჩვენი გზავნილების საერთაშორისო სისტემებს გამოიყენებ. მომსახურებისას შეღავათებითა და მოქნილი პირობებითაც ისარგებლებ
  • წამებში შეასრულებ გადარიცხვებს როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ისე საქართველოს ან სხვა ნებისმიერ ბანკში. ასევე, დაფარავ კომუნალურ გადასახადებს, შეივსებ მობილურის ბალანსს, შექმნი გადახდის შაბლონებს, მომავალში პროცესი კიდევ უფრო რომ გაიმარტივო
  • დისტანციურად გახსნი ანაბარს, იქვე შეამოწმებ შენს საკრედიტო ლიმიტს, მოითხოვ ახალ სესხს, დაფარავ ვალდებულებებს და ა.შ.

ინტერნეტბანკის სიმარტივესთან ერთად, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დისტანციური არხი გთავაზობს დაცვის მრავალფეროვან სისტემას, იმისათვის რომ საბანკო ტრანზაქციების შესრულების დროს თავი მაქსიმალურად მშვიდად იგრძნო

მაგალითად, ავტორიზაციის სისტემის ფარგლებში ინტერნეტბანკში შესასვლელად დაგჭირდება უნიკალური მონაცემები – მომხმარებლის სახელი და პაროლი, რაც მხოლოდ შენ გეცოდინება. ასევე, მეტი უსაფრთხოებისთვის, შეგიძლია მოითხოვო რთული ავტორიზაციის დაყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოგეგზავნება ერთჯერადი კოდები, რომლებიც შენ თვითონ უნდა დაადასტურო

ასე რომ, ჩვენი ინტერნეტბანკი აბსოლუტურად ყველასთვისაა – სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვინც აფასებს დროს, კომფორტსა და სიმარტივეს. რადგან რაც არ უნდა დაკავებული იყო და დრო არ გქონდეს, ინტერნეტბანკის საშუალებით ნებისმიერ ტრანზაქციას იმდენად მარტივად შეასრულებ, შენ თვითონვე დარჩები გაოგნებული

საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკით სარგებლობა უფასოა და მისი გააქტიურება უმარტივესია. ეს არის თანამედროვე, მოქნილი და საიმედო ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს ფინანსურ თავისუფლებას და შესაძლებლობებს, რომ საბანკო მომსახურება შენი ცხოვრების სტილს მოარგო და შეიქმნა მაქსიმალური კომფორტი იქ, სადაც არ უნდა იყო

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი