მისამართები
ვალუტის კურსი

გადახდის განვადება

გადახდის განვადებით შეგიძლია უკვე დახარჯული 200-5000 ლარამდე თანხა მომენტალურად დაიბრუნო და 12 თვეზე განავადო.

როგორ გამოიყენო გადახდის განვადება?

გადახდის განვადება მობილბანკიდან 2 გზით შეგიძლია:
 
ნახე და აირჩიე სასურველი გადახდა, შემდეგ კი, დააჭირე ღილაკს „გადახდის განვადება“
გადადი გვერდზე „ჩემი სივრცე“, დააჭირე პროდუქტის დამატებას, ნახე „გადახდის განვადება“ და აირჩიე სასურველი გადახდა.

რა უპირატესობები აქვს გადახდის განვადებას?

წინსწრების საკომისიო 0%
გაცემის საკომისიო 0%
ეფექტური ლარში: 19%-დან
 
გადახდის მინიმალური თანხა: 200 ლარი
გადახდის მაქსიმალური თანხა: 5000 ლარი
თანხის განვადება შესაძლებელია: გადახდიდან 14 დღის განმავლობაში
თვეების რაოდენობა: 12 თვე
ეფექტური: 19%-დან
ვალუტა ლარი

გაიგე შენი საკრედიტო შესაძლებლობები

იმისათვის, რომ გადახდის განვადებით ისარგებლო, გადაამოწმე, რამდენია შენთვის ხელმისაწვდომი თანხა.
 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ვნახო რა თანხაა ხელმისაწვდომი გადახდის განვადებაზე?

სად შემიძლია ვნახო მაქსიმუმ რა თანხაა ხელმისაწვდომი გადახდის განვადებაზე?

მობილბანკში - შეთავაზებებში და განაცხადებში 

საიდან შემიძლია გადახდის განვადების აქტივაცია?

გადახდის განვადების აქტივაცია შესაძლებელია მობილბანკიდან, მთავარია გქონდეს 200-5000 ლარამდე თანხა დახარჯული, გადახდიდან 14 კალენდრული დღის განმავლობაში

გადახდის განვადების ვადას მე თვითონ ვირჩევ?

გადახდა განვადდება ავტომატურად 12 თვის ვადით 

ყველა გადახდაზე შემიძლია გადახდის განვადებით სარგებლობა?

გადახდის განვადებით სარგებლობის პირობები: 
  • გადახდიდან 14 კალენდრული დღის განმავლობაში შეგიძლია ისარგებლო
  • 200 დან 5000 ლარამდე დახარჯული თანხა
 

თუ საკრედიტო ბარათით გადავიხადე, შემიძლია გადახდის განვადების გაკეთება?

საკრედიტო ბარათით დახარჯული თანხის დაბრუნება არ არის შესაძლებელი. გადახდის განვადებით ისარგებლებ მხოლოდ, თუ გადაიხდი სადებეტო ბარათით

როგორ დავიბურნოთ დახარჯული თანხა უკან?

საქართველოს ბანკის სერვისი „გადახდის განვადება“ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სადებეტო ბარათით უკვე განხორციელებული ტრანზაქციის თანხა, 200-დან 5000 ლარამდე, მომენტალურად დაიბრუნონ და 12 თვის განმავლობაში დაფარონ.

გადახდის განვადება: დაიბრუნე დახარჯული თანხა და მართე ფინანსები მოქნილად

წარმოიდგინეთ, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯი გქონდათ ან უბრალოდ ისარგებლეთ კარგი შეთავაზებით და შეიძინეთ სასურველი ნივთი. საქართველოს ბანკი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას - „გადახდის განვადებას“, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სადებეტო ბარათით უკვე დახარჯული თანხა, 200-დან 5000 ლარამდე, მომენტალურად დაიბრუნოთ და გადაანაწილოთ 12 თვეზე. ეს არის მარტივი და მოქნილი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, უკეთ მართოთ თქვენი ბიუჯეტი და გაუთვალისწინებელი დანახარჯები მარტივად აქციოთ დაგეგმილ გადახდებად.
 

რა არის გადახდის განვადება და როგორ მუშაობს ის?

გადახდის განვადება საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ პროცესი სრულად ციფრული მართოთ მობილბანკიდან. მნიშვნელოვანია, რომ განვადებით სარგებლობა შეგიძლიათ ტრანზაქციის განხორციელებიდან 14 კალენდრული დღის განმავლობაში.
 

ვისთვის არის ხელმისაწვდომი გადახდის განვადება?

 
ამ სერვისით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ბანკის ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ფლობს სადებეტო ბარათს და აკმაყოფილებს მარტივ პირობებს. გაითვალისწინეთ, რომ გადახდის განვადება არ ვრცელდება საკრედიტო ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციებზე თქვენი პერსონალური განვადების ლიმიტის შემოწმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, მობილბანკის მეშვეობით, „შეთავაზებებისა და განაცხადების“ განყოფილებაში.
 

გადახდის განვადების უპირატესობები

საქართველოს ბანკის გადახდის განვადება რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა, რაც მას მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის:
 
  • მომენტალური დაბრუნება: დახარჯული თანხა მომენტალურად გიბრუნდებათ ანგარიშზე. 
  • მოქნილი თანხა: სერვისი ხელმისაწვდომია 200-დან 5000 ლარამდე ღირებულების ტრანზაქციებზე. 
  • ფიქსირებული ვადა: თანხა ავტომატურად ნაწილდება 12 თვეზე, რაც დაგეგმვას აადვილებს. 
  • 0%-იანი საკომისიოები: არ იხდით არც გაცემის და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიოს. 
  • მარტივი აქტივაცია: პროცესი სრულად დისტანციურია და რამდენიმე წამში სრულდება მობილბანკიდან.

როგორ გავააქტიუროთ გადახდის განვადება მობილბანკში?

 
გადახდის განვადების აქტივაცია ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება. ამისთვის ორი გზა არსებობს:
 
  1. შედით მობილბანკში, იპოვეთ სასურველი ტრანზაქცია და დააჭირეთ ღილაკს „გადახდის განვადება“.
  2. გადადით „ჩემი სივრცის“ გვერდზე, დააჭირეთ პროდუქტის დამატებას, აირჩიეთ „გადახდის განვადება“ და მონიშნეთ სასურველი გადახდა.
 
პროცესის დასრულების შემდეგ, თანხა მომენტალურად აისახება თქვენს ანგარიშზე, ხოლო ყოველთვიური გადასახადი ავტომატურად დაგერიცხებათ. განვადების გადახდა შეგიძლიათ საქართველოს ბანკის მობილბანკიდან.
 

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი