მისამართები
ვალუტის კურსი

იპოთეკური სესხი დისტანციურად

ახალი ბინის შესაძენად ან სახლის რემონტისთვის დაფინანსების მისაღებად საჭირო სესხის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ფუნქციონალი მობილბანკში 

იპოთეკური სესხის კალკულატორი

სესხის სასურველი თანხა
თანხა
€ ₾ $
მინ. 1500
სესხის ვადა
წელი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
ყოველთვიური გადასახადი 134.42 ₾
სესხის ოდენობა 1500 ₾
სესხის ვადა 1 წელი
წლიური პროცენტი 13.63%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16.55%-დან
ნაჩვენებია შესაძლო მონაცემები, ზუსტი პირობებისთვის გაიგე შენი ლიმიტი
ნახე ხელმისაწვდომი თანხა

როგორ მოაწერო ხელი დისტანციურად

იპოთეკური სესხისთვის საჭირო ყველა დოკუმენტს უკვე დისტანციურად დაეთანხმები. იპოთეკისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებ საჯარო რეესტრის გონიერი კონტრაქტის ციფრულ სივრცეში, ხოლო სესხის ხელშეკრულებებს დაადასტურებ მობილბანკში.
 
 
 

პირობები

პირობები
1 500 ლარიდან
ვალუტა
ლარი / აშშ დოლარი / ევრო (750 000 ლარამდე იპოთეკური სესხები გაიცემა მხოლოდ ლარში)
ვადა
მაქს. 20 წელი
შემოსავალი
400 ლარიდან

ციფრული იპოთეკური სესხის უპირატესობები

 
 
ფილიალში მისვლის გარეშე
პირდაპირ მობილბანკიდან დოკუმენტებზე ხელის მოწერის შესაძლებლობა
დროის დაზოგვა

ხშირად დასმული კითხვები

რას გულისხმობს იპოთეკური სესხის დისტანციურად აღება?

იპოთეკური სესხის დისტანციურად აღება გულისხმობს, იპოთეკური სესხის ხელშეკრულების, უძრავი ქონების იპოთეკისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების დისტანციურად გაფორმებას.   

ვის შეუძლია დისტანციურად გააფორმოს ხელშეკრულებები?

გარიგების მხარეებს, რომლებსაც აქვთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან/და პასპორტი და საბანკო ანგარიში საქართველოს ბანკში.

სად ფორმდება ხელშეკრულებები?

იპოთეკური სესხის  ხელშეკრულება ფორმდება საქართველოს ბანკის მობილბანკში, ხოლო, უძრავი ქონების იპოთეკისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები საჯარო რეესტრის ციფრულ სივრცეში.  

როგორ უნდა შევიდე საჯარო რეესტრის ციფრულ სივრცეში?

საქართველოს ბანკის თანამშრომელი უზრუნველყოფს თქვენთან შეთანხმებულ დროს სესიის დაჯავშნას საჯარო რეესტრის პლათფორმაზე. დაჯავშნილი სესიის თაობაზე ჯავშანში მითითებული დროის დადგომამდე 15 წუთით ადრე საჯარო რეესტრისგან თქვენს მობილურ ტელეფონის ნომერზე და ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას და ბმულს, რომლის მეშვეობით შეხვალთ საჯარო რეესტრის ციფრულ სივრცეში, სადაც მოხდება თქვენი დიტანციური იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია და ხელშეკრულების გაფორმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. 

რომელი მოწყობილობების გამოყენებით შეიძლება დისტანციური მომსახურების მიღება?

მომსახურების მისაღებად შესაძლებელია მობილური ტელეფონის, ასევე პერსონალური კომპიუტერის, ლეპტოპის ან ინტერნეტთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობის გამოყენება, რომელსაც გააჩნია ვიდეოკამერა და მიკროფონი.

როგორ ხდება იპოთეკური სესხის თანხის უძრავი ქონების გამყიდველისათვის გადარიცხვა?

თანხის გადარიცხვა ხდება ბანკის ესქრო მომსახურების გამოყენებით (რომლის ღირებულება შეადგენს 35 ლარს) შემდეგი პრინციპით:  კლიენტის საბანკო ანგარიშიდან ჩამოიჭრება თანხა გამყიდველისთვის გადასარიცხად, გამყიდველთან გადარიცხვამდე ეს თანხა განთავსდება საქართველოს ბანკის შიდასაბანკო ანგარიშზე და მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად გადაირიცხება გამყიდველთან.

რომელი დოკუმენტაციით დასტურდება იპოთეკისა და ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი?

მხარეთა ნების გამოვლენის დამადასტურებელია, საჯარო რეესტრის სივრცეში ელექტრონულად დადასტურებული გარიგება და  აუდიო-ვიდეოჩანაწერი, რომელიც ინახება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი