ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მრავალშვილიანი ოჯახების ან ახალდაბადებული შვილის მქონე პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში ნაწილობრივ ფარავს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარს შეადგენს.
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი
ისარგებლე სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით და მიიღე 200 000 ლარამდე დაფინანსება იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში
რა შემთხვევაში ისარგებლებ სესხის სუბსიდირებით
იპოთეკური სესხის კალკულატორი
თანხა
წელი
გაიგე საკრედიტო შესაძლებლობები
შეავსე განაცხადი ონლაინ და გაიგე, მაქსიმუმ რამდენია შენთვის ხელმისაწვდომი თანხა
ხშირად დასმული კითვები
რა არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა?
ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა?
- თუ გყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი 1 წლამდე ასაკისაა
- თუ გყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და ერთ-ერთი მათგანი 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ არის შვილად აყვანილი
- თუ გყავთ 1 წლამდე ასაკის ბავშვი ან 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი
- თუ უკვე სარგებლობ სუბსიდირების პროგრამით, გყავს 4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და აქედან ერთ-ერთი 2022 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგაა დაბადებული ან შვილად აყვანილი (არასრულწლოვანი)
რა არის სესხის მაქსიმალური თანხა და სუბსიდირების ხანგრძლივობა?
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია 200 000 ლარამდე სესხის აღება. სახელმწიფო სუბსიდირება გრძელდება 60 თვის (5 წლის) განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ შესაძენი/ასაშენებელი უძრავი ქონების ღირებულება შესაძლოა აღემატებოდეს 200 000 ლარს.
შესაძლებელია თუ არა პროგრამაში განმეორებით მონაწილეობა?