მისამართები
ვალუტის კურსი

საქართველოს ბანკის თამაში

9 ოქტომბრიდან, ჩაერთე მობილბანკის 12-კვირიან სათავგადასავლო თამაშში დამოუკიდებლად ან გუნდთან ერთად
 
შეასრულე დავალებები კვირიდან კვირამდე, დააგროვე მონეტები, მოხვდი ფინალში. ფინალი იანვარში გაიმართება და თუ ყველაზე სწრაფად შეასრულებ დავალებებს, მიიღებ 25 000-დან 90 000 ლარამდე.
 
დაიწყე თამაში

ითამაშე დამოუკიდებლად ან გუნდის წევრებთან ერთად

თამაშში მონაწილეობა შეგიძლია მარტო ან გუნდის წევრებთან ერთად. თუ გუნდს შენ თვითონ ქმნი, მოიწვიე მოთამაშეები მობილბანკით ან დაელოდე მოწვევას სხვისგან
თუ თამაშობ დამოუკიდებლად I ადგილი ‒ 25 000 ₾, II ადგილი ‒ 15 000 ₾, III ადგილი ‒ 10 000 ₾
თუ თამაშობ 2 მოთამაშიან გუნდში I ადგილი - ჯამურად 55 000 ₾, II - ჯამურად 35 000 ₾, III ‒ ჯამურად 25 000 ₾
თუ თამაშობ სამ მოთამაშიან გუნდში I ‒ ჯამურად 90 000 ₾, II ‒ ჯამურად 60 000 ₾, III ‒ ჯამურად 45 000 ₾

თამაშის წესები

გადადი ფინალში

ფინალი იანვარში ჩატარდება და ყველაფერი დროზე იქნება დამოკიდებული, თუ პირველი შეასრულებ დავალებებს გამარჯვებულიც შენ ან შენი გუნდი გახდება. დამოუკიდებელ მოთამაშეებს - 30 დავალება ექნებათ, ორ-მოთამაშიან გუნდებს - 45 , სამ-მოთამაშიან გუნდებს - 60
 
გუნდების შემთხვევაში ფინალში თამაშს კაპიტანი შეძლებს, კაპიტნი კი უნდა იყოს ყველა სწრაფი მოთამაშე. შეგახსენებ, რომ მონეტების გამოყენებას ფინალის დახამრებებში შეძლებ, როგორიცაა
  • პირველი ასოს გახსნა  – 35 მონეტა
  • არასწორი პასუხების გამორიცხვა -50:50-ზე - 40 მონეტა 
  • დავალების სწორ პასუხად ჩათვლა  - 100 მონეტა
  • დროითი შეზღუდვის მოსნა - 80 მონეტა 
არ გაჩერდე, ითამაშე ფინალში და მოიგე თანხა 360 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან.
სად გამოიყენებ მონეტებს? თამაშის განმავლობაში დაგროვილი მონეტების გადაცვლა შეგიძლია

დახმარებები

დახმარებები

შეგიძლია დაგროვილი მონეტები დაზოგო და ფინალში რომ გადახვალ, მერე გამოიყენო დახმარებებისთვის. როგორიცაა: არასწორი პასუხის შემთხვევაში დროითი შეზღუდვის გაქრობა, სწორი პასუხის გახსნა, არასწორი ვერსიების გამორიცხვა თუ სხვა. ასე დავალებების შესრულება უფრო გაგიმარტივდება

შეგიძლია დაგროვილი მონეტები დაზოგო და ფინალში რომ გადახვალ, მერე გამოიყენო დახმარებებისთვის. როგორიცაა: არასწორი პასუხის შემთხვევაში დროითი შეზღუდვის გაქრობა, სწორი პასუხის გახსნა, არასწორი ვერსიების გამორიცხვა თუ სხვა. ასე დავალებების შესრულება უფრო გაგიმარტივდება

მარკეტი

დამოუკიდებელ, ორ და სამ მოთამაშიან გუნდებს თავისი მარკეტი ექნებათ და საჩუქრების ყიდვაც მარკეტში შეეძლებათ. მარკეტი ყოველკვირას განახლდება 31 დეკემბრამდე. ფინალამდე 24 საათამდე მარკეტი ღია იქნება, მაგრამ თუ საჩუქრები უფრო ადრე ამოიწურება მარკეტიც დაიხურება. მასტერქარდი მარკეტის მხარდამჭერია
 
მარკეტში დაგხვდება საჩუქრები: 
 
მილიონი PLUS ქულა, 10ჯერ, 20ჯერ და მეტი PLUS ქულა
50₾-იანი, 100₾-იანი და 500₾-იანი საჩუქრები
სხვადასხვა საჩუქრები პარტნიორი კომპანიებისგან

გადმოწერე მობილბანკი

შენც რომ ჩაერთო თამაშში, გადმოწერე მობილბანკი
დაასკანერე QR კოდი

ხშირად დასმული კითხვები

როდის იწყება თამაში?

თამაში 9 ოქტომბერს დაიწყება და 12 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო ფინალი იანვარში გაიმართება

რა არის საჭირო თამაშში მონაწილეობისთვის?

მთავარია, იყო 18 წლის, საქართველოს მოქალაქე და გქონდეს ჩვენი მობილბანკი

კვირის განმავლობაში რამდენი დავალების შესრულება მოგიწევს?

დამოუკიდებელი მოთამაშის შემთხვევაში კვირაში 7 დავალების შესრულება მოგიწევს, გუნდების შემთხვევაში კი შესაბამისი რაოდენობების. დავალებები დაიდება ორშაბათობით

როგორ დააგროვო მონეტები?

მონეტებს დააგროვებ ყოველ შესრულებულ დავალებაზე

რა ტიპის დავალებების შესრულება მოგიწევს?

დავალებები იქნება ინტელექუალური ტიპის სახალისო კითხვები. გუნდში თამაშის შემთხვევაში დავალებები სხვადასხვა იქნება, მაგრამ შესაძლებელია იყოს ერთანაირიც.

როგორ მიიღებ დამატებით მონეტას?

დამატებით მონეტას მიიღებ იმ შემთხვევაში, თუ კვირის განმავლობაში ყველა დავალებას წარმატებით შეასრულებ

მივიღებ თუ არა შემდეგ დავალებებს, თუ წინა კვირის დავალებები ვერ შევასრულე?

შემდეგ დავალებებს მიიღებ, თუმცა გამოტოვებულ დავალებებს ვეღარ შეასრულებ

როგორ მოხვდე ფინალში?

ფინალში მოხვდები, თუ მინიმუმ 2 კვირის ყველა დავალებას წარმატებით შეასრულებ

სად შეგიძლია გამოიყენო მონეტები?

დაგროვილი მონეტები შეგიძლია გამოიყენო როგორც მობილბანკის მარკეტში, ასევე ფინალში დახმარებების მისაღებად და ასე გაიმარტივო დავალებების შესრულება

გადახვალ თუ არა ფინალში, თუ მონეტებს მარკეტში დახარჯავ სრულად?

ფინალში გადასვლა 0 მონეტითაც შეგიძლია, მთავარია, თამაშის განმავლობაში მინიმუმ 2 კვირის დავალებები წარმატებით გქონდეს შესრულებული

როგორ მოიწვიო გუნდის წევრი?

პროცესი მარტივია: შედი მობილბანკში და მობილურის ნომრის გამოყენებით მოიწვიე მოთამაშე, რომელიც უნდა იყოს საქართველოს ბანკის მომხმარებელი.
 
სამ მოთამაშიანი გუნდის შემთხვევაში გაითვალისწინე, თუ ერთმა დაგიდასტურა მოწვევა და მეორემ არა, გუნდი აღარ შეიქმნება და მოწვევა ახლიდან უნდა დააინიცირო. მას შემდეგ, რაც გუნდის შეკვრა დადასტურება, მოთამაშეების ცვლილება აღარ იქნება შესაძლებელი

ეყოლება თუ არა გუნდს კაპიტანი?

ვინც გუნდს შექმნის, კაპიტანიც ის იქნება, თუმცა სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია მობილბანკით სხვა მოთამაშეს გადასცეს კაპიტნობა

რა ფუნქციები აქვს კაპიტანს?

კაპიტანს 4 ფუნქცია აქვს, შეუძლია:
  • ჯამურად დაგროვილი მონეტების გადაცვლა საჩუქრებში,
  • გუნდის სახელის დარქმევა - რედაქტირება,
  • კაპიტნობა გადააბაროს თავისი გუნდის ნებისმიერ მოთამაშეს,
  • ფინალში მხოლოდ კაპიტანი წერს დავალების პასუხს მობილბანკში, გუნდის სახელით

არის თუ არა შესაძლებელი ერთდროულად რამდენიმე გუნდის შექმნა ან მონაწილეობა?

არ არის შესაძლებელი, მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ ‒ დამოუკიდებლად ან გუნდთან (1 ან 2 მოთამაშესთან) ერთად

სულ რამდენი მოთამაშე მიიღებს ფულს საპრიზო ფონდიდან?

ფინალში სულ 9 გამარჯვებული გუნდი, ხოლო 18 გამარჯვებული მოთამაშე გამოვლინდება, აქედან 3 ‒ მარტო, 3 ‒ 2 მოთამაშიან გუნდში, 3 ‒ 3 მოთამაშიან გუნდში 
  • დამოუკიდებელი მოთამაშე მიიღებს 25 000 ლარს
  • 2-მოთამაშიანი გუნდი − ჯამურად 55 000 ლარს
  • 3-მოთამაშიანი გუნდი – ჯამურად 90 000 ლარს

როგორ ვიპოვო ტუტორიალ ვიდეოები?

ვინ ვერ შეძლებს თამაშს?

თამაშში ვერ ჩაერთვება უცხო ქვეყნის მოქალაქე. ასევე, არასრულწლოვანი, რომელსაც არ აქვს ანგარიში საქართველოს ბანკში

მარკეტში მონეტების გადაცვლა როდემდე შეიძლება?

მარკეტი ყოველ კვირა ნახლდება და ბოლო განახლება მოხდება მე-12 კვირას, რის შემდეგაც საჩუქრებუს გადაცვლა შესაძლებელი იქნება მანამ სანამ არ ამოიწურება საჩუქრები ფინალამდე არაუგვიანეს 24 საათისა. ხოლო ფინალის შემდეგ მარკეტი აღარ გაიხსნება

რამდენი კითხვა იქნება ფინალში გუნდების მიხედვით?

დამოუკიდებელ მოთამაშეევს ექნებათ - 30 კითხვა ორ მოთამაშიანს - 45 კითხვა სამ მოთამაშიანს - 60 კითხვა

რას ნიშნავს დახმარება დროითი შეზღუდვის მოხსნა?

თუ დავალებას არასწორად შეასრულებ 4, ჯარიმდები 2 წუთით და ვერ აგრძელებ თამაშს მანამ 2 წუთიანი დროითი შეზღუდვა არ გავა, თუმცა შეგიძლია გამოიყენო დამხარება და აღნიშნული დროითი შეზღუდვა მოიხსნა. რის შემდწგაც მოთამაშე დაუბრუნდება ისევ იგივე კითხვას რასაც არასწორად უპასუხა და შეძლებს ხელახლა უპასუხოს ამ კითხვას.

შემიძლია თუ არა გავაგრძელო ფინალის თამაში თუ შეცდომა დავუშვი?

თამაშის გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა იმისთვის რომ შემდეგ კითხვაზე გადახვიდე აუცილებელია კითხვას სწორად უნდა უპასუხო

თანამშრომლებიც თამაშობენ ფინალში?

თანამშრომლებს დამოუკიდებელი ფინალი აქვთ

სად ვადევნო თვალი თამაშის ლაივ ლიდერბორდს?

ლიდერბორდის ნახვა შეგიძლია აქ

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი