Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

დღგ-ს 2021 წლის ცვლილებები: რა უნდა იცოდეთ?

2021 წლიდან დღგ-ს დაბეგვრაში ცვლილებებია. გაიგეთ ვებინარზე, რა სიახლეებია და როგორ მართოთ გადასახადები სწორად.

26 ნოემბერს გიწვევთ ვებინარზე ზუმში, სადაც დეტალურად გაეცნობით იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც 2021 წლიდან დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ს მიმართულებით განხორციელდება.
შეხვედრას ტრენერი და საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ნექსია თიეის“ საგადასახადო მიმართულების მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი გაუძღვება, რომელსაც კერძო და საჯარო სტრუქტურებში საქმიანობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. 
გელა თქვენთან ერთად მიმოიხილავს დღგ-ს ძირეულ ცვლილებებს, მათ მიზნებსა და ახალ ტერმინებს. ასევე ისაუბრებს როგორც დღგ-თი დასაბეგრ, ისე სხვადასხვა საგადასახადო ოპერაციაზე; ამ ყველაფრის ცოდნა კი დაგეხმარებათ, სწორად და კანონის შესაბამისად აწარმოოთ სასურველი გადახდები.
 
ვებინარის დეტალები
თარიღი: 18 ნოემბერი
დრო: 19:00 სთ
ადგილი: ზუმი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს