ის, რაც ბიზნესს დასაწყისში ჰყოფნის, ზრდასთან ერთად საკმარისი აღარ არის. ყოველ ეტაპზე ახალი ამოცანა ჩნდება: საბანკო პროცესების მოწესრიგება, ყოველდღიური ოპერაციების მართვა, მომხმარებლების მოზიდვა, გაფართოების დაფინანსება.
ამ ბლოგში ბიზნესის 5 ეტაპს განვიხილავთ, ნახავთ, რა სჭირდება საქმეს თითოეულ ეტაპზე და რომელი ინსტრუმენტი პასუხობს ამ საჭიროებას.
რაც საქმეს გახსნისას სჭირდება
ბიზნესის გახსნა გადაწყვიტეთ? კარგი იქნება, თუ საქმეს თავიდანვე გაიმარტივებთ. ანგარიში, ბარათები, ბიზნეს მობილბანკი მალე თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება, თითოეულის ცალ-ცალკე მოგვარება კი დროს მოითხოვს, რომელიც საწყის ეტაპზე განსაკუთრებით ძვირფასია.
ბიზნეს ნაკრებით ყველა საჭირო პროდუქტს ერთიანად მიიღებთ. ასე ყოველდღიური ბანკინგისთვის აუცილებელი ნაწილი პირველივე დღიდან მოწესრიგებული გექნებათ და ყურადღებას მთავარ საქმეზე გადაიტანთ.
რაც საქმეს ყოველდღიურად სჭირდება
ყოველდღიური საქმეები დიდ დროს გართმევთ? რუტინული საბანკო ოპერაციების სწრაფად და სრულად დისტანციურად მოგვარება ბიზნეს ინტერნეტბანკითა და მობილბანკით შეგიძლიათ, ფილიალში მისვლის გარეშე.
როცა საქმეს მეტი დასჭირდება, სპეციფიკურ ფინანსურ ამოცანებსაც იქვე გადაჭრით. მაგალითად:
- სხარტი ბიზნეს სესხი
- საბანკო გარანტიები
- საერთაშორისო გადარიცხვები და გადახდები
- ანგარიშების მართვა
- ბიზნეს ბარათები
- თანამშრომლებისთვის უფლებების მართვა
- ღია ბანკინგი
- სავალუტო ოპერაციები
- ინვოისების მართვა
- ვალუტის კონვერტაცია
რაც საქმეს გაყიდვების ზრდისთვის სჭირდება
გსურთ, თქვენი ბიზნესი სწორ აუდიტორიას გააცნოთ? Ads მენეჯერით ქმნით შეთავაზებას და მიდიხართ მასთან, ვისაც თქვენი პროდუქტი მართლა აინტერესებს.
შეთავაზებას აწვდით როგორც საკუთარ მომხმარებლებს, ისე საქართველოს ბანკის 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს. პროდუქტზე, სერვისზე ან სასაჩუქრე ბარათზე შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა ტიპის პირობა:
- ქეშბექი
- ფასდაკლება
- ქულების დაგროვების შესაძლებლობა
კამპანიის მიზანს, პირობებსა და შეზღუდვებს სრულად ციფრულად განსაზღვრავთ. შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული სამიზნე ჯგუფი, მაგალითად, სტუდენტები, მოგზაურები, სპორტისა თუ შოპინგის მოყვარულები. პროგრესს თვალს ადევნებთ, საბოლოო შედეგებს კი რეპორტის სახით მიიღებთ.
Ads მენეჯერი ბიზნეს მენეჯერის პლატფორმის ნაწილია, რომელიც ასევე აერთიანებს გადახდების მენეჯერს, API მენეჯერსა და ანალიტიკას.
რაც საქმეს გაფართოებისთვის სჭირდება
გაფართოებას გეგმავთ? ახალი სივრცე, ახალი აღჭურვილობა თუ მეტი მარაგი შესაბამის ფინანსებს მოითხოვს. სესხის არჩევანი კონკრეტულ მიზანზეა დამოკიდებული.
➔ დაფინანსება ყველა ბიზნესისთვის: როგორ შევარჩიოთ ბიზნეს სესხი სწორად
აგრობიზნესისა და გარემოზე ორიენტირებული პროექტებისთვის ცალკე გადაწყვეტები გვაქვს: აგრო სესხი, მწვანე სესხი და ენერგოკრედიტი.
რაც საქმის წინ წაწევას სჭირდება
შეგრძნება გაქვთ, რომ წინ ვერ მიდიხართ? ესე იგი ახალი ცოდნა, კავშირები ან შესაძლებლობები გჭირდებათ. ბიზნეს 360° ბიზნეს განათლებას და შესაძლებლობებს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს, რომ არ გაჩერდეთ და თქვენმა საქმემ მუდმივად წინ წაიწიოს.
განათლება: businesscourse.ge-ზე 70-მდე უფასო კურსი და მასტერკლასია გაყიდვების, მარკეტინგის, ფინანსების, ადამიანური რესურსების მართვისა და ექსპორტის მიმართულებით. კურსებს სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ბიზნესკონსულტანტები უძღვებიან.
ღონისძიებები: პლატფორმაზე ნახავთ ინფორმაციას ვებინარების, ვორკშოპებისა და მასშტაბური შეხვედრების შესახებ. ისინი ექსპერტების გამოცდილების გაცნობისა და სხვა მეწარმეებთან კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას იძლევა.
შეთავაზებები: პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიური შეთავაზებები ბიზნესისთვის საჭირო სერვისებსა და პროდუქტებზე ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მეწარმე ქალებისთვის ცალკე განვითარების პროგრამა მოქმედებს, რომელიც მოიცავს ონლაინკურსებს, ვორკშოპებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს და საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას.
ერთი სივრცე ყველა ეტაპისთვის
ახალი ბიზნესის გახსნა, ყოველდღიური მართვა, გაყიდვების ზრდა, გაფართოება და წინსვლა სხვადასხვა გადაწყვეტას მოითხოვს.
საქართველოს ბანკი ბიზნესი განვითარების ყველა ეტაპზე გთავაზობთ საბანკო და არასაბანკო პროდუქტებს ერთ სივრცეში – ყველაფერს, რაც საქმეს სჭირდება.