Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

გაზარდეთ ეფექტურობა: ყველაფერი ბიზნეს მობილბანკზე და ინტერნეტბანკზე

ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ბიზნესსამყარო წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. იმისათვის, რომ ამ გარემოში კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოთ, ეფექტურობა და სისწრაფე გადამწყვეტი ხდება.

დრო, რომელიც ადრე რუტინულ, ადმინისტრაციულ ამოცანებზე იხარჯებოდა, დღეს ბიზნესის ზრდასა და განვითარებას უნდა მოხმარდეს. სწორედ ამიტომ, ბიზნესპროცესების ციფრულ სამყაროში გადატანა უკვე არა ფუფუნება, არამედ ყოველდღიური აუცილებლობაა.

რა არის ბიზნესის ციფრული მართვა?

ის გულისხმობს ყველა იმ ყოველდღიური პროცესის ავტომატიზაციას და გამარტივებას, რაც თქვენს დროსა და ენერგიას მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს:

  • ფინანსების მართვა და ხარჯების კონტროლი
  • დოკუმენტაციის წარმოება
  • გადარიცხვები თუ ანგარიშსწორება პარტნიორებთან

როდესაც ტრანზაქციები გამარტივებული, ავტომატიზებულია, თქვენ გითავისუფლდებათ ყველაზე ძვირფასი რესურსი – დრო, რათა ფოკუსირდეთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, მომხმარებლებთან ურთიერთობასა და ახალი შესაძლებლობების ძიებაზე.

ამ ტრანსფორმაციის გულში სწორედ ონლაინ საბანკო მომსახურება, ანუ ციფრული ბანკინგია. ის გაძლევთ ინსტრუმენტებს, რითაც თქვენი კომპანიის ფინანსებს სრულად და მარტივად აკონტროლებთ, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს. მოდით, ვნახოთ, როგორ გეხმარებათ ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი, აქციოთ რთული ფინანსური რუტინა მარტივ და სასიამოვნო პროცესად.

ბიზნეს მობილბანკი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიზნესის ფინანსური მართვის ინსტრუმენტი მუდმივად თან გაქვთ. ბიზნეს მობილბანკი სწორედ ეს არის − აპლიკაცია, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, მართოთ კომპანიის ფინანსები ონლაინ, პირდაპირ თქვენი მობილურიდან. ასე ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების შესრულებას მაქსიმალურად გაიმარტივებთ და გექნებათ სრული თავისუფლება, აკეთოთ თქვენი საქმე ნებისმიერი ადგილიდან.

მობილბანკის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ:

  • ანგარიშების მართვა: შეამოწმოთ ნაშთი, ნახოთ ტრანზაქციების ისტორია და მიიღოთ ამონაწერი.
  • გადარიცხვები: რამდენიმე წამში გადარიცხოთ თანხა როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ისე ნებისმიერ სხვა ბანკსა თუ ხაზინაში.
  • გადახდები: გადაიხადოთ კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადები, ასევე შექმნათ და შეინახოთ გადახდების შაბლონები.
  • საერთაშორისო გადარიცხვები: გადარიცხოთ თანხა საზღვარგარეთ და SWIFT-ტრეკინგის ფუნქციით, რეალურ დროში ადევნოთ თვალი გადარიცხვის სტატუსს.
  • კომუნიკაცია ბანკთან: აპლიკაციიდან გაუგზავნოთ ბანკს წერილი, მიამაგროთ საჭირო დოკუმენტები და ისარგებლოთ ბანკის წარმომადგენელთან ჩატით.
  • ბიზნეს ბარათები: შეუკვეთოთ ციფრული ან პლასტიკური ბიზნეს ბარათი როგორც თქვენთვის, ისე თანამშრომლებისთვის.
  • თანამშრომლებისთვის უფლებების მართვა: მიანიჭოთ თქვენს თანამშრომლებს (მაგალითად, ბუღალტერს) კონკრეტული უფლებები. შესაძლებელია სხვადასხვა დონის წვდომის განსაზღვრა, როგორიცაა გადარიცხვის შექმნა ან დადასტურება, და კონკრეტული ტრანზაქციების ლიმიტების დაწესება.
  • საბანკო გარანტიები: მიიღოთ სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტია სრულად დისტანციურად, 1 საათზე ნაკლებ დროში.
  • სხარტი ბიზნეს სესხი: ინდმეწარმეებმა და ერთდირექტორიანმა კომპანიებმა მოითხოვოთ სხარტი ბიზნეს სესხი სრულად ციფრულად, ზედმეტი დოკუმენტაციის გარეშე და მიიღოთ პასუხი რამდენიმე წუთში.

ბიზნეს ინტერნეტბანკი

ბიზნეს ინტერნეტბანკი ფინანსური მართვის ყველა ასპექტს ერთ სივრცეში აერთიანებს და გაძლევთ წვდომას სერვისებზე, რაც თქვენი საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას ემსახურება.

ინტერნეტბანკის დახმარებით შეგიძლიათ:

  • ღია ბანკინგი: დაამატოთ სხვა ბანკის ანგარიშები და აკონტროლოთ კომპანიის სრული ფინანსები ერთი პლატფორმიდან.
  • სავალუტო ოპერაციები: შეასრულოთ სავალუტო გადარიცხვები შეღავათიანი კურსით.
  • ინვოისების მართვა: სრულად გააციფრულოთ ანგარიშსწორების პროცესი. ბიზნეს ინტერნეტბანკიდან მარტივად მოამზადებთ პროფესიონალურ ინვოისებს (ლოგოთი, ხელმოწერით, დღგ-ით) და გაუგზავნით პარტნიორებს. სისტემა თავად პოულობს შესაბამის ტრანზაქციას, აბამს მას კონკრეტულ ინვოისს და ანიჭებს სტატუსს – „გადახდილია“. ერთ სივრცეში ხედავთ ყველა ინვოისის სტატუსს, ინახავთ დოკუმენტს დრაფტად ან გადმოწერთ PDF ფორმატში.
  • თანხის მოთხოვნა: გაამარტივეთ გადახდის პროცედურები ინვოისის გაგზავნის გარეშე. თქვენ თავად მიუთითებთ სასურველ ანგარიშს, გადამხდელი კი წამებში იღებს შეტყობინებას და უკვე შევსებულ გადახდის ფორმას. რეკვიზიტების ხელით შეყვანა აღარ არის საჭირო, რაც ორივე მხარისთვის პროცესს ბევრად უფრო გამჭვირვალეს და სწრაფს ხდის.
  • ვალუტის კონვერტაცია: ისარგებლეთ ვალუტის კონვერტაციის გამჭვირვალე პროცესით, სადაც ზუსტად ხედავთ შემოთავაზებულ კურსს, ციფრული არხის კურსს და სარგებელს. 
  •  AI ფუნქციონალი: დაზოგეთ დრო გადარიცხვების AI ფუნქციონალით: უბრალოდ ატვირთეთ ინვოისი სურათის სახით და სისტემა ავტომატურად შეავსებს გადარიცხვის ველებს.

ეს სიახლეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ციფრული ბანკი ბიზნესისთვის მიზნად ისახავს, დაგიზოგოთ დრო და ენერგია, რათა თქვენი ყურადღება სრულად მიმართოთ თქვენი ბიზნესის წარმატებაზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს