2 წუთი წასაკითხად
AI, 500 000 ლარამდე ციფრული სესხი და ახალი დიზაინი | ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის სიახლეები
24 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის ციფრული არხები რეგულარულად ვითარდება, ემატება ახალი ფუნქციები, უმჯობესდება დიზაინი და მარტივდება ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულება.
ამ ბლოგში ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის ბოლო სიახლეებზე მოგიყვებით, რომლებიც თქვენს ბიზნესს დააზოგინებს დროს და დაგეხმარებათ, ფინანსური პროცესები ეფექტურად მართოთ.
დაფინანსება – უზრუნველყოფილი სხარტი ბიზნეს სესხი
ახლა უზრუნველყოფის ფარგლებში უკვე შეგიძლიათ ბევრად უფრო დიდი − ნახევარ მილიონამდე − სხარტი სესხი მოითხოვოთ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში, რაც თქვენი ბიზნესისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
რა უპირატესობები აქვს?
- სესხის მოთხოვნა შესაძლებელია 500 000 ლარამდე
- თანხა გაიცემა არსებული უზრუნველყოფის ფარგლებში
- მოთხოვნა, დამტკიცება და ათვისება სრულად ციფრულად ხდება
- პროცესი ხელმისაწვდომია როგორც ბიზნეს მობილბანკში, ისე ბიზნეს ინტერნეტბანკში
ბიზნეს ინტერნეტბანკის რედიზაინი
ბიზნეს ინტერნეტბანკის განახლების მთავარი იდეა სიმარტივეა − ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ საჭირო ფუნქციამდე მისვლა სწრაფად და ზედმეტი ძიების გარეშე შეძლოთ, რაც ყოველდღიურ მუშაობას თქვენთვის უფრო კომფორტულს გახდის
რა განახლდა?
- დაემატა მუქი რეჟიმი (Dark mode)
- ნავიგაცია გახდა უფრო მარტივი
- განახლდა შეთავაზებების გვერდის დიზაინი
- შეთავაზებების გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია როგორც B2B, ისე ფინანსური ტიპის შეთავაზებებიც
ვალუტის კონვერტაცია და AI ფუნქციონალი
ბიზნეს ინტერნეტბანკში ნებისმიერ ვალუტაში კონვერტაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა.
კურსის შეთანხმების პროცესში ახლა ყველაფერი თვალსაჩინოდ ჩანს − თქვენ ზუსტად იცით, რა კურსს გთავაზობთ ბანკი, რა არის ციფრული არხის კურსი და რა სარგებელს იღებთ მათ შორის სხვაობით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სასურველი კურსის მოთხოვნაც. ეს ფუნქცია აქამდეც არსებობდა, თუმცა ახლა ბევრად უფრო მარტივად გამოსაყენებელია.
ყველაზე საინტერესო სიახლე კი AI ფუნქციონალია გადარიცხვებისთვის. ბევრი მომხმარებელი აწყდებოდა ერთსა და იმავე გამოწვევას – მომწოდებლისგან მიღებული ინვოისის წაკითხვას და გადარიცხვის ფორმის შევსებას. ახლა კი ეს ბარიერი მოხსნილია, დოკუმენტი შეგიძლიათ ატვირთოთ სურათის სახით, AI-ს დახმარებით კი გადარიცხვის ფორმა ავტომატურად შეივსება.
რა შესაძლებლობები დაემატა?
- ვალუტის კონვერტაციის კურსის სრული გამჭვირვალობა
- სასურველი კურსის მოთხოვნის შესაძლებლობა
- ინვოისის ატვირთვა სურათის სახით და AI მხარდაჭერა
ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი მუდმივად ვითარდება. ყოველი სიახლე კი თქვენი ბიზნესის მართვას უფრო მარტივს, მოსახერხებელსა და სასიამოვნოს ხდის.