Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ინვოისების მართვის ახალი სტანდარტი: როგორ ვაქციოთ რუტინა ავტომატურ პროცესად

დაუსრულებელი ფაილები, გადახდების ხელით კონტროლი და ინვოისების მართვა ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი და შრომატევადი რუტინაა. იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამარტივდეს, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის საშუალებით ინვოისების შექმნა, გაგზავნა, მიღება და ჩარიცხულ თანხებთან ავტომატური დაკავშირება უკვე ერთ, მარტივ ციფრულ სივრცეშია შესაძლებელი.

როგორ გეხმარებათ ახალი ფუნქციონალი დიდი დროისა და ენერგიის დაზოგვაში?

პროფესიონალურ დოკუმენტაციას დამატებითი პროგრამების გარეშე ქმნით

აღარ დაგჭირდებათ დამატებითი პროგრამები, ინვოისს პირდაპირ ბიზნეს მობილბანკში შექმნით და გაგზავნით. დოკუმენტის გაგზავნას როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან შეძლებთ. იურიდიული პირები შეტყობინებას Push-ის სახით მიიღებენ და ინვოისი ბიზნეს მობილბანკში გამოუჩნდებათ, ხოლო ფიზიკურ პირებს დოკუმენტი ელექტრონულ ფოსტაზე მიუვათ.

ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში მარტივად შეძლებთ:

  • დოკუმენტზე ხელმოწერის დამატებას
  • ინვოისზე კომპანიის ლოგოს დატანას
  • დღგ-სა და ფასდაკლების მითითებას
  • კონკრეტული თანამშრომლის მითითებას, რომელმაც ადრესატ კომპანიაში ეს ინვოისი უნდა ნახოს
  • ნებისმიერი სხვა საჭირო დეტალის ასახვას

აღარ მოგიწევთ ჩარიცხვების ხელით შემოწმება

ამ ფუნქციონალის მთავარი უპირატესობა სტატუსების ავტომატიზაციაა. ასობით ინვოისის ამონაწერში ხელით ძებნისა და შემოწმების ნაცვლად, სისტემა ამ პროცესს თქვენ ნაცვლად მართავს. შემოსული ტრანზაქცია კონკრეტულ ინვოისს ავტომატურად უკავშირდება და “გადახდილის” სტატუსი ენიჭება. შესაბამისად, ჩარიცხვების მუდმივი მონიტორინგი უკვე აღარ დაგჭირდებათ.

დამატებით, პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად, შეგიძლიათ ინვოისის გაგზავნისას მონიშნოთ გადახდის შეხსენება: ამ ველის მონიშვნის შემთხვევაში, ადრესატს ავტომატურად მიუვა შეტყობინება გადახდის ბოლო თარიღამდე, რათა ჩარიცხვა არ გამორჩეს.

აკონტროლებთ ინვოისების სტატუსებს და ქმნით თქვენზე მორგებულ სამუშაო პროცესს

გაგზავნილი თუ მიღებული ინვოისები ერთიანდება ბიზნეს მობილბანკში და ბიზნეს ინტერნეტბანკში, სადაც მარტივად აკონტროლებთ მათ სტატუსებს (გადახდილი, ნაწილობრივ გადახდილი, გადასახდელი თუ ვადაგასული). ამასთან ერთად, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის გასამარტივებლად ინვოისების შექმნა და მართვა სრულად ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც.

გამარტივებული ყოველდღიური ბანკინგი ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის პრიორიტეტული მიმართულებაა, ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს მომავალშიც არაერთი სიახლე დამატება, რათა თქვენი დრო და ენერგია, რუტინული პროცესების ნაცვლად, საყვარელი საქმის განვითარებისთვის გამოიყენოთ.

გადადით ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში და თავად გამოცადეთ ახალი ფუნქციონალი, ხოლო თუ ჯერ ისევ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ განაცხადი და აღმოაჩინეთ ციფრული სივრცე, სადაც რთული და ხანგრძლივი პროცესები სულ რამდენიმე წუთში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულდება.

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს