Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

დაჯავშნე ფილიალში მისვლა ონლაინ

14 თებ. 2022

საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი სიახლე დანერგა − ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა ონლაინ, ჩვენი ვებგვერდიდან. ასე გეძლევა შესაძლებლობა, ზედმეტი ლოდინის გარეშე გაცილებით კომფორტულად მიიღო საბანკო მომსახურება იმ ფილიალში, რომელშიც გინდა.
დაჯავშნა ნებისმიერ დროს შეგიძლია, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ − სახლში თუ გარეთ, ასევე, შენზეა დამოკიდებული − რომელ ფილიალში ან თარიღში მიხვალ, რომელი სერვისისთვის. თან წინასწარ გეცოდინება, დაახლოებით, რა დრო დაგჭირდება სასურველი სერვისის მისაღებად.
საქართველოს ბანკი მომავალშიც ბევრ სიახლესა თუ ინოვაციას შემოგთავაზებს როგორც ფილიალში, ასევე ონლაინარხებით საბანკო ოპერაციების შესრულებისას.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს