Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

მანქანის დაზღვევა: როგორ დაზოგო დრო და ნერვები მობილბანკით?

მობილბანკში ახალი შესაძლებლობა გელოდება! გაიაქტიურე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა მარტივად და მშვიდად იმოძრავე. აირჩიე სადაზღვევო კომპანია შენთვის სასურველი პირობებით.

მობილბანკში კიდევ ერთი კარგი სიახლეა! თუ გყავს მანქანა, შედი აპლიკაციაში და იქვე გაიაქტიურე მესამე პირის წინაშე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც მგზავრობისას მეტ სიმშვიდეს მოგანიჭებს.
 
დაზღვევა გიცავს მაშინ, როცა შენი ბრალეულობით ზიანდება მესამე პირის ჯანმრთელობა, მანქანა ან ქონება. ამ დროს შეინარჩუნებ სიმშვიდეს, რადგან მიყენებულ ზარალს შენ ნაცვლად სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.
 
კიდევ ბევრი უპირატესობით ისარგებლებ. აი მაგალითად, შეგიძლია აირჩიო, რომელი სადაზღვევო კომპანიაც გინდა − ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი ან ირაო, ავტოდაზღვევის ჯგუფი მოგემსახურება უფასოდ დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ასევე, დაგეხმარებიან საპატრულო პოლიციასთან და მეორე მხარესთან ურთიერთობაში, აგინაზღაურებენ ზარალს სწრაფად, მარტივად და სხვ.
 
შედი მობილბანკში და შენ თვითონ მოირგე დაზღვევის პირობები.
 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს